„მანი მუვერსმა“ კომპანია „ნეოლეთის“ 100%-იანი წილის შეძენის პროცესი ოფიციალურად დაასრულა. გარიგების ფარგლებში „მანი მუვერსი“ სრულად გადაიბარებს „ნეოლეთის“ მომხმარებელთა ბაზასა და მომსახურების პორტფელს. შედეგად, „ნეოლეთის“ სერვისების მომხმარებლები საგადახდო მომსახურებას უკვე „მანი მუვერსის“ ეკოსისტემაში მიიღებენ, სადაც მათ უფრო კომფორტული და მაღალი სტანდარტის მომსახურება მიეწოდებათ.
გარიგების ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი სერვისების უწყვეტობაა. „ნეოლეთის“ მომხმარებლებისთვის არც ერთი ის სერვისი, რომელსაც აქამდე იღებდნენ, არ შეჩერდება და არ შეფერხდება ტრანზაქციები, გადახდები და მიმდინარე ოპერაციები ჩვეულ რეჟიმში გაგრძელდება. ტექნიკური და ოპერაციული მიგრაცია ისე არის დაგეგმილი, რომ საბოლოო მომხმარებელმა ცვლილება მხოლოდ სერვისის ხარისხისა და კომფორტის გაუმჯობესების საშუალებით იგრძნოს.
ამ გარიგებით „მანი მუვერსი“ კიდევ უფრო მნიშვნელოვანი მოთამაშე ხდება გადახდების ბაზარზე და მომხმარებელთა პორტფელს დაახლოებით 25%-ით ზრდის. გაზრდილი მასშტაბი კომპანიას აძლევს შესაძლებლობას, უფრო ეფექტურად განავითაროს როგორც არსებული, ისე ახალი პროდუქტები, გააძლიეროს პარტნიორული ქსელი და მეტი ინვესტიცია ჩადოს უსაფრთხოების, ტექნოლოგიური განვითარებისა და მომხმარებელთა მომსახურების მიმართულებით.
„ნეოლეთის“ ყოფილი მომხმარებლებისთვის „მანი მუვერსთან“ თანამშრომლობა დამატებით შესაძლებლობებს ქმნის. ისინი მიიღებენ საგადახდო და ფინანსური მომსახურებების უფრო ფართო სპექტრს, მათ შორის თანამედროვე გადახდის ინსტრუმენტებსა და სერვისებზე წვდომას. ეტაპობრივად „ნეოლეთის“ სერვისები სრულად ინტეგრირდება „მანი მუვერსის“ ეკოსისტემაში, რის შედეგადაც მომხმარებლებისთვის მომსახურება კიდევ უფრო მარტივი, კომფორტული და მოქნილი გახდება.
„მანი მუვერსი“ გეგმავს არა მხოლოდ არსებული პორტფელის შენარჩუნებას, არამედ მისი აქტიურ გაფართოებასაც: ახალი სერვისების დანერგვას როგორც ონლაინ, ისე ფიზიკურ არხებში, თანამშრომლობის გაღრმავებას ბანკებთან და სხვა ფინანსურ ინსტიტუტებთან, ასევე რეგიონალურ ბაზრებზე პოზიციების კიდევ უფრო განმტკიცებას.
ზემოხსენებული გარიგება კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ „მანი მუვერსი“ განაგრძობს განვითარების კურსს და მიზნად ისახავს, გადახდებისა და ციფრული ფინანსური მომსახურებების სფეროში ერთ-ერთ წამყვან პლატფორმად ჩამოყალიბდეს როგორც საქართველოში, ასევე საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობის ფარგლებში.