ციფრული საფულე
globe-outlined EN
10 ნოემბერი 2026
კომპანია მანი მუვერს RTGS სისტემის პირდაპირი მონაწილეა

RTGS დროის რეალურ რეჟიმში ანგარიშსწორების სისტემაა, რომელსაც საქართველოს ეროვნული ბანკი მართავს. კერძო ფინანსურ სექტორში მასზე პირდაპირი წვდომა აქამდე ბანკებსა და მიკრობანკებს ჰქონდათ. პარლამენტის მიერ 2025 წლის 9 დეკემბერს მიღებულმა საკანონმდებლო ცვლილებამ ეს შესაძლებლობა იმ არასაბანკო საგადახდო პროვაიდერებისთვისაც ხელმისაწვდომი გახადა, რომლებიც შესაბამის მოთხოვნებს აკმაყოფილებენ.

პირდაპირი ჩართვის შემდეგ ანგარიშსწორებას ეროვნულ ბანკში გახსნილი საკუთარი ანგარიშით შევძლებთ. ეს შეამცირებს ჩვენს დამოკიდებულებას შუამავალ ბანკებზე და საშუალებას მოგვცემს, უფრო მოქნილად ვმართოთ გადარიცხვები და შევამციროთ ანგარიშთაშორის გადარიცხვებთან დაკავშირებული ხარჯები. შედეგად, მომხმარებლებს უფრო ხელსაყრელ პირობებს შევთავაზებთ.

კომპანია მანი მუვერს RTGS სისტემის პირდაპირი მონაწილეა
მოხარულები ვართ გაცნობოთ, რომ „მანი მუვერს“ საქართველოში პირველი არასაბანკო საგადახდო მომსახურების პროვაიდერია, რომელმაც ეროვნული ბანკისგან RTGS სისტემაში პირდაპირ მონაწილედ ჩართვის თანხმობა მიიღო
გლობალსელის eSIM ჩვენს ფილიალებში
მოხარულები ვართ გაცნობოთ, რომ „მანი მუვერსისა“ და „გლობალსელის“ პარტნიორობის ფარგლებში, „გლობალსელის“ მომსახურებით სარგებლობა კიდევ უფრო მარტივი და ხელმისაწვდომი გახდა.
მანი მუვერსი 17 წლისაა!
2026 წლის 23 ივლისს კომპანია „მანი მუვერსს“ დაარსებიდან 17 წელი შეუსრულდა
ონლაინ ონბორდინგი ჩვენს აპლიკაციაში
ჩვენს მობილურ ფინანსურ აპლიკაციას დაემატა ონლაინ ონბორდინგის ფუნქციონალი, რომელიც მომხმარებლებს საშუალებას აძლევს რეგისტრაციისა და იდენტიფიკაციის პროცესი დისტანციურად, სწრაფად და მარტივად გაიარონ
Visa Payment Facilitator სერტიფიცირება
წარმატებით დავასრულეთ Visa Payment Facilitator-ის სერტიფიცირების პროცესი. აღნიშნული სტატუსი ადასტურებს ჩვენი ტექნოლოგიური და ოპერაციული პროცესების შესაბამისობას Visa - ს მოთხოვნებთან და ქმნის დამატებით საფუძველს მერჩანტებისთვის უფრო მოქნილი და მასშტაბირებადი საგადახდო სერვისების შესათავაზებლად.
კომპანია „მანი მუვერსმა“ „ნეოლეთის“ 100%-იანი წილი შეიძინა
„მანი მუვერსმა“ კომპანია „ნეოლეთის“ 100%-იანი წილის შეძენის პროცესი ოფიციალურად დაასრულა. გარიგების ფარგლებში „მანი მუვერსი“ სრულად გადაიბარებს „ნეოლეთის“ მომხმარებელთა ბაზასა და მომსახურების პორტფელს.
ავტო ასისტენტი My Profile აპლიკაციაში
მობილურ აპლიკაციას დაემატა ავტომობილების მონიტორინგის ფუნქცია. აღნიშნული სერვისის საშუალებით შესაძლებელია ავტომობილის ჯარიმებისა და ტექნიკური მდგომარეობის მონიტორინგი რეალურ დროში
გაიხსნა ახალი სერვისცენტრი თბილიში
თბილისში, ზესტაფონის ქ. N 21გ - ში გაიხსნა „მანი მუვერსის“ ახალი სერვისცენტი, თანამედროვე სივრცე, რომელიც უზრუნველყოფს ყოველდღიური ფინანსური ოპერაციების სწრაფ, გამჭვირვალე და უსაფრთხო შესრულებას.
ლარი 30 წლისაა
2025 წელს ლარის მიმოქცევაში შესვლიდან 30 წლის იუბილე აღინიშნება. 1995 წელს ლარი ერთადერთი ეროვნული ვალუტა გახდა და მიმოქცევაში გაეშვა.
ISO 27001:2022 – ახალი სტანდარტი
წარმატებით დავასრულეთ ISO 27001:2022-ის შესაბამისობის სერტიფიცირების პროცესი, რაც ადასტურებს, რომ კომპანიის საინფორმაციო უსაფრთხოების სისტემები სრულად შეესაბამება თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტებს.
„მანი მუვერს“ SWIFT‑ქსელის წევრია
„მანი მუვერს“-მა წარმატებით დაასრულა რეგისტრაცია მსოფლიოში ყველაზე უსაფრთხო საბანკო საკომუნიკაციო ქსელ SWIFT‑ში.
ღია ბანკინგის სტანდარტი თქვენს ფინანსებში
„მანი მუვერს“-მა საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალური თანხმობა მიიღო და ღია ბანკინგის ეკოსისტემაში სრულფასოვანი მონაწილე გახდა.
ISO 27001 სერთიფიკაცია
კომპანია „Money Movers“-მა წარმატებით გაიარა ინფორმაციული უსაფრთხოების მართვის საერთაშორისო სტანდარტის ISO 27001 სერტიფიკაცია