30 მაისი 2025
ლარი 30 წლისაა

2025 წელს ლარის მიმოქცევაში შესვლიდან 30 წლის იუბილე აღინიშნება. ლარი ქვეყნის ეროვნულ ვალუტად 1995 წლის 25 სექტემბრიდან შემოიღეს, ხოლო ამავე წლის 2 ოქტომბრიდან ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე ერთადერთ კანონიერ საგადამხდელო საშუალებად გამოცხადდა. სიტყვა „ლარი“ ძველი ქართული სიტყვაა და ნიშნავს განძს, ქონებას, ხოლო, „თეთრი“ XIII საუკუნიდან დამკვიდრებული ქართული სამონეტო ტერმინია.

აღსანიშნავია, რომ ლარის საიუბილეო წლის განმავლობაში ეროვნული ბანკი სხვადასხვა აქტივობებს გამართავს. დაგეგმილია ლარი 30-ის საკოლექციო ოქროს, ვერცხლისა და სპილენძ-ნიკელის მონეტების პრეზენტაცია და რეალიზაცია, საკოლექციო დანიშნულების ბანკნოტისა და მარკის გამოშვება. გარდა ამისა, გამოიცა სებ-ის განახლებული სამეცნიერო-ანალიტიკური ჟურნალი, ქართული ფულისა და ლარის კატალოგები. მთელი წლის განმავლობაში ქვეყნის მასშტაბით ასევე ჩატარდება სხვადასხვა საგანმანათლებლო და სამეცნიერო აქტივობები.

ლარი 30 წლისაა
2025 წელს ლარის მიმოქცევაში შესვლიდან 30 წლის იუბილე აღინიშნება. 1995 წელს ლარი ერთადერთი ეროვნული ვალუტა გახდა და მიმოქცევაში გაეშვა.
ISO 27001:2022 – ახალი სტანდარტი
წარმატებით დავასრულეთ ISO 27001:2022-ის შესაბამისობის სერტიფიცირების პროცესი, რაც ადასტურებს, რომ კომპანიის საინფორმაციო უსაფრთხოების სისტემები სრულად შეესაბამება თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტებს.
„მანი მუვერს“ SWIFT‑ქსელის წევრია
„მანი მუვერს“-მა წარმატებით დაასრულა რეგისტრაცია მსოფლიოში ყველაზე უსაფრთხო საბანკო საკომუნიკაციო ქსელ SWIFT‑ში.
ღია ბანკინგის სტანდარტი თქვენს ფინანსებში
„მანი მუვერს“-მა საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალური თანხმობა მიიღო და ღია ბანკინგის ეკოსისტემაში სრულფასოვანი მონაწილე გახდა.
ISO 27001 სერთიფიკაცია
კომპანია „Money Movers“-მა წარმატებით გაიარა ინფორმაციული უსაფრთხოების მართვის საერთაშორისო სტანდარტის ISO 27001 სერტიფიკაცია