24 ივლისი 2026
გლობალსელის eSIM ჩვენს ფილიალებში
მოხარულები ვართ გაცნობოთ, რომ „მანი მუვერსისა“ და „გლობალსელის“ პარტნიორობის ფარგლებში, „გლობალსელის“ მომსახურებით სარგებლობა კიდევ უფრო მარტივი და ხელმისაწვდომი გახდა.
ამიერიდან „მანი მუვერსის“ მომხმარებელთა მომსახურების სერვისცენტრებში შეძლებთ ფიზიკური SIM და eSIM ბარათების შეძენას, „გლობალსელის“ ანგარიშზე თანხის შეტანასა და თქვენთვის სასურველი ინტერნეტისა და სასაუბრო პაკეტების გააქტიურებას.
დაზოგეთ დრო შეიძინეთ „გლობალსელის“ SIM ან eSIM ბარათი „მანი მუვერსის“ თქვენთან უახლოეს სერვისცენტრში.
გლობალსელის eSIM ჩვენს ფილიალებში
მოხარულები ვართ გაცნობოთ, რომ „მანი მუვერსისა“ და „გლობალსელის“ პარტნიორობის ფარგლებში, „გლობალსელის“ მომსახურებით სარგებლობა კიდევ უფრო მარტივი და ხელმისაწვდომი გახდა.
ონლაინ ონბორდინგი ჩვენს აპლიკაციაში
ჩვენს მობილურ ფინანსურ აპლიკაციას დაემატა ონლაინ ონბორდინგის ფუნქციონალი, რომელიც მომხმარებლებს საშუალებას აძლევს რეგისტრაციისა და იდენტიფიკაციის პროცესი დისტანციურად, სწრაფად და მარტივად გაიარონ
Visa Payment Facilitator სერტიფიცირება
წარმატებით დავასრულეთ Visa Payment Facilitator-ის სერტიფიცირების პროცესი. აღნიშნული სტატუსი ადასტურებს ჩვენი ტექნოლოგიური და ოპერაციული პროცესების შესაბამისობას Visa - ს მოთხოვნებთან და ქმნის დამატებით საფუძველს მერჩანტებისთვის უფრო მოქნილი და მასშტაბირებადი საგადახდო სერვისების შესათავაზებლად.
კომპანია „მანი მუვერსმა“ „ნეოლეთის“ 100%-იანი წილი შეიძინა
„მანი მუვერსმა“ კომპანია „ნეოლეთის“ 100%-იანი წილის შეძენის პროცესი ოფიციალურად დაასრულა. გარიგების ფარგლებში „მანი მუვერსი“ სრულად გადაიბარებს „ნეოლეთის“ მომხმარებელთა ბაზასა და მომსახურების პორტფელს.
ავტო ასისტენტი My Profile აპლიკაციაში
მობილურ აპლიკაციას დაემატა ავტომობილების მონიტორინგის ფუნქცია. აღნიშნული სერვისის საშუალებით შესაძლებელია ავტომობილის ჯარიმებისა და ტექნიკური მდგომარეობის მონიტორინგი რეალურ დროში
გაიხსნა ახალი სერვისცენტრი თბილიში
თბილისში, ზესტაფონის ქ. N 21გ - ში გაიხსნა „მანი მუვერსის“ ახალი სერვისცენტი, თანამედროვე სივრცე, რომელიც უზრუნველყოფს ყოველდღიური ფინანსური ოპერაციების სწრაფ, გამჭვირვალე და უსაფრთხო შესრულებას.
ლარი 30 წლისაა
2025 წელს ლარის მიმოქცევაში შესვლიდან 30 წლის იუბილე აღინიშნება. 1995 წელს ლარი ერთადერთი ეროვნული ვალუტა გახდა და მიმოქცევაში გაეშვა.
ISO 27001:2022 – ახალი სტანდარტი
წარმატებით დავასრულეთ ISO 27001:2022-ის შესაბამისობის სერტიფიცირების პროცესი, რაც ადასტურებს, რომ კომპანიის საინფორმაციო უსაფრთხოების სისტემები სრულად შეესაბამება თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტებს.
„მანი მუვერს“ SWIFT‑ქსელის წევრია
„მანი მუვერს“-მა წარმატებით დაასრულა რეგისტრაცია მსოფლიოში ყველაზე უსაფრთხო საბანკო საკომუნიკაციო ქსელ SWIFT‑ში.