წარმატებით დავასრულეთ Visa Payment Facilitator-ის სერტიფიცირების პროცესი. აღნიშნული სტატუსი ადასტურებს ჩვენი ტექნოლოგიური და ოპერაციული პროცესების შესაბამისობას Visa - ს მოთხოვნებთან და ქმნის დამატებით საფუძველს მერჩანტებისთვის უფრო მოქნილი და მასშტაბირებადი საგადახდო სერვისების შესათავაზებლად.
Visa Payment Facilitator - ის სერტიფიცირება ჩვენი განვითარების მნიშვნელოვანი ეტაპია, რომელიც ხელს უწყობს პარტნიორებისთვის მაღალი სტანდარტით ორგანიზებული მომსახურების მიწოდებას, ეფექტიანი ინტეგრაციებისა და ოპერაციული პროცესების გაუმჯობესების გზით. შედეგად, მერჩანტებს ეძლევათ შესაძლებლობა უფრო სტაბილურ გარემოში დანერგონ თანამედროვე გადახდის სერვისები და გააძლიერონ საკუთარი მომხმარებლებისთვის შეთავაზებული გამოცდილება.
მანი მუვერს განაგრძობს საგადახდო ინფრასტრუქტურის განვითარებას, უსაფრთხოების და შესაბამისობის სტანდარტების გამყარებას, რათა მომხმარებლებსა და პარტნიორებს შესთავაზოს სტაბილური, თანამედროვე და სანდო გადახდის ეკოსისტემა. ჩვენი პრიორიტეტია პროცესების უწყვეტი დახვეწა, სერვისების ხარისხის ზრდა და პარტნიორებთან გრძელვადიანი თანამშრომლობის კიდევ უფრო გამყარება.