Money Movers Cash Desk Program


მომსახურების ყველა საოპერაციო სისტემა ერთ ფანჯარაში

გადახდის სერვისები


მიიღე მიმდინარე სიახლეები

არავითარი სპამი - მხოლოდ სიახლეები! (subscribers - )

  •  

ელექტრონული ფულის გადაცვლა


მხოლოდ ჩვენთან შეგიძლიათ მარტივად გადაცვალოთ WebMoney ელექტრონული საფულიდან ერთეულები და გაანაღდოთ თანხა საქართველოში.
მომენტალურად მიიღეთ ფული სალაროებში, საბანკო ანგარიშზე, ან პლასტიკურ ბარათზე.


თანხა : (ჩამოსაჭრელი თანხა) $ 1 USD = GEL
მაქვს:
თანხა: (მისაღები თანხა)

Money Movers Cash Desk Program


ბანკები, მიკროსაფინანსო ორგანიზაციები, სავალუტო და სალომბარდო კომპანიები - ისინი იყენებენ სხვადასხვა, ერთმანეთისგან განსხვავებულ პროგრამებს, რათა სწრაფად და ხარისხიანად მოემსახურობ თავიანთ მომხმარებლებს, ხოლო ამ კომპანიების ოპერატორებს უწევთ სხვადასხვა პროგრამებში მუშაობა, რომ მოიცვან მომსახურების სრული სპექტრი.

MoneyMovers Cash Desk პროგრამა შექმნილია იმ კომპანიებისთვის, რომლებსაც გააჩნიათ სალაროები და ემსახურებიან ფიზიკურ პირებს. ამ პროგრამის მეშვეობით შესაძლებელია სხვადასხვა ოპერაცის ჩატარება, მაგ: კომუნალური და სხვა გადასახადების გადახდა, მობილური ბალანსის შევსება, ვალუტის კონვერტაცია, ელ-საფულეზე თანხის შეტანა და გატანა, თანხის გადარიცხვა საბანკო ანგარიშზე, კლიენტის იდენტიფიკაცია ან მისი შავ სიაში დამატება, ფულადი გზავნილის გაგზავნა ან მიღება და სხვა. ასევე, ჩატარებული ოპერაციების ამონაწერების და სტატუსების ნახვა.


 დეტალურად  

Money Movers Payment Acceptance System


ეს არის მულტიფუნქციური გადახდების მიმღები სისტემა, რომელიც ინტერნეტმაღაზიებს საშუალებას აძლევს, მხოლოდ ერთი ინტეგრაციით საკუთარ ვებგვერდზე მიიღოს გადახდები სხვადასხვა საგადახდო არხის მეშვეობით. MMPAS-ში ინტეგრირებულია 170-მდე გადახდის მეთოდი, რაც საშუალებას გაძლევთ იმუშაოთ 4 ვალუტაში; მას გააჩნია თანამედროვე მართვის პანელი; სისტემა ისეა კონსტრუირებული, რომ დააკმაყოფილებს ყველაზე პრეტენზიული ინტერნეტმაღაზიის მოთხოვნებსაც კი. გაიარეთ რეგისტრაცია და დაიწყეთ გადახდების მიღება მომენტალურად.

გაერთიანებული საგადახდო სისტემა MMPAS - დაზოგე დრო, ფული და ენერგია!

სასაჩუქრე ბარათი




თუ გსურთ მეგობარს გაუკეთოთ სასიამოვნო საჩუქარი, კომპანია Money Movers გთავაზობთ Wallet One-ის 10, 20, 25 და 100 ლარის ღირებულების სასაჩუქრე ბარათებს. ბარათის მფლობელს საშუალება აქვს, ბარათზე არსებული ნომინალის თანხა ჩარიცხოს Wallet One-ის საკუთარ ელექტრონულ საფულეზე და გამოიყენოს სხვადასხვა დანიშნულებით. ასევე სურვილის შემთხვევაში, შესაძლებელია ამ თანხის ნაღდი ფულით მიღებაც. ბარათის შეძენა შესაძლებელია კომპანია Money Movers-ის სათავო ოფისსა და სერვისცენტრებში.


ბარათის აქტივაცია