გადახდების ცენტრალიზებული კლირინგის სისტემა

სისტემა წარმოადგენს ტექნოლოგიურ პლატფორმას, რომელიც ერთი მხრივ, საშუალებას აძლევს ფინანსურ ორგანიზაციებს გააფართოვონ საკუთარი საგადახდო არხები და მომხმარებლებს შესთავაზონ მრავალფეროვანი სერვისების გადახდის შესაძლებლობა, ხოლო მეორე მხრივ, განკუთვნილია სერვისის მომწოდებელი კომპანიებისთვის, რომელთაც სურთ ერთი ცენტრალიზებული გადაწყვეტილებით მიიღონ გადახდები სხვადასხვა ციფრული და ფიზიკური არხის მეშვეობით.

სისტემის გამოყენება ხელს უწყობს ოპერაციული ხარჯების შემცირებას, ტექნიკური რესურსების ოპტიმიზაციას და მომხმარებელთა კმაყოფილების ზრდას. სისტემა სრულად შეესაბამება ინფორმაციული უსაფრთხოების და მონაცემთა დაცვის ადგილობრივ და საერთაშორისო სტანდარტებს, მათ შორის ISO 27001:2022 - ის მოთხოვნებს.

ფინანსური ორგანიზაციები

სისტემის საშუალებით შესაძლებელია ვებპლატფორმებზე, მობილურ აპლიკაციებში ან ფიზიკურ გადახდის ტერმინალებში მრავალფეროვანი სერვისების სასარგებლოდ გადახდების მიღების ფუნქციონალის ერთიანი ინტეგრირება.

სისტემა უზრუნველყოფს პირდაპირ წვდომას გადახდების API-პლატფორმასთან, რომელიც მოიცავს შემდეგ სერვის კატეგორიებს:

  • კომუნალური გადასახადები (ელ. ენერგია, წყალი, გაზი და სხვ.)
  • სატელეკომუნიკაციო მომსახურება (მობილური და ფიქსირებული ოპერატორები)
  • ინტერნეტი და ტელევიზია
  • საჯარო მომსახურებები და სახელმწიფო მოსაკრებლები
  • სხვა კომერციული პროვაიდერების სერვისები და ა.შ.

API-ინტეგრაცია უზრუნველყოფს საგადახდო არხების დინამიკურ გაფართოებას და ოპერაციული პროცესების ავტომატიზაციას, რაც მნიშვნელოვნად ზრდის სერვისის სისწრაფეს, საიმედოობასა და მართვის შესაძლებლობებს.

სერვისის მიმწოდებელი კომპანიები

სისტემის გამოყენება სერვისის მიმწოდებელ კომპანიებს შესაძლებლობას აძლევს საკუთარ მომხმარებლებს შესთავზონ გადახდის მოქნილი და მრავალარხიანი მეთოდი - მათ შორის თვითმომსახურების ტერმინალების, ინტერნეტ - ბანკინგის, მობილური აპლიკაციების, სალარო სისტემებისა და სხვა საგადახდო არხების მეშვეობით.

სისტემაში ეფექტურად შეძლებენ ინტეგრირებას შემდეგი ტიპის კომპანიები:

  • მობილური და სატელეკომუნიკაციო ოპერატორები
  • კომუნალური სერვისების პროვაიდერები
  • ონლაინ პლატფორმები და ციფრული სერვისები
  • ინტერნეტისა და ტელევიზიის მომწოდებლები
  • საგანმანათლებლო, საბანკო და სხვა დაწესებულებები

კლირინგის სისტემა წარმოადგენს ტექნოლოგიურად გამართულ, სტაბილურ და უსაფრთხო გარემოს, რომელიც მაქსიმალურად მორგებულია სერვისის მიმწოდებელთა კომპანიების ბიზნესპროცესებსა და ოპერაციულ საჭიროებებზე. სისტემა უზრუნველყოფს: ანგარიშსწორების სრულად ავტომატიზებულ პროცესს, დეტალურ რეპორტინგსა და ფინანსურ ანალიტიკას, პერსონალიზებულ ტექნიკურ მხარდაჭერას და მარტივ ინტეგრაციას.

კომუნალური გადახდები

სერვისების რაოდენობა : 15

აზარტული თამაშები

სერვისების რაოდენობა : 8

ჯარიმები

სერვისების რაოდენობა : 1

კომუნიკაცია და ინტერნეტი

სერვისების რაოდენობა : 17

კრედიტები

სერვისების რაოდენობა : 5

სახელმწიფო სერვისები

სერვისების რაოდენობა : 0

საერთაშორისო სერვისები

სერვისების რაოდენობა : 9

სხვადასხვა

სერვისების რაოდენობა : 10

ბანკები

სერვისების რაოდენობა : 3

საფულეები

სერვისების რაოდენობა : 2

ვირტუალური აქტივები

სერვისების რაოდენობა : 7

VASP’s

სერვისების რაოდენობა : 0

წვდომის მოთხოვნა

წვდომის მოთხოვნაზე შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა, დაგველოდეთ უკუკავშირზე !

captcha