Money Movers Clearing System


გსურს შენი სერვისი იყოს ყველგან და  ყველასთვის?

დარეგისტრირდი და გასცდი საზღვრებს!


ტრანზაქციები

video

MM Clearing System - ეს არის კომპანია „მანი მუვერს“-ის მიერ სუფთა ფურცლიდან შექმნილი გადახდების მიმღები სისტემა, რომელიც საერთაშორისო ბაზარზე დღეს არსებული მოთხოვნების შესაბამისად შეიქმნა. ის მოიცავს თანამედროვე პროგრამულ-აპარატურულ კომპლექსს, რაც სრულად ოპერირდება ჩვენი კომპანიის პროფესიონალებით დაკომპლექტებული გუნდის მიერ.

MMCS - MMCS-ის მუშაობის პრინციპი, ერთი შეხედვით, მარტივია: სისტემა ონლაინრეჟიმში იღებს გადახდას სააგენტო ქსელიდან და გადასცემს სერვისპროვაიდერს. ამ გზით ის ახორციელებს ტრაფიკის კონსოლიდირებას ერთ წერტილში, რაც მომგებიანია როგორც სერვისპროვაიდერისთვის, ასევე აგენტისათვის. ორივე მხარისათვის ინტეგრაცია ერთ წერტილში ხორციელდება, რაც ნიშნავს შემდეგს - არავითარი დამატებითი ხარჯი!

აგენტი ეს არის სუბიექტი, რომელსაც გააჩნია გადახდის მიმღები წერტილები - ნებისმიერი ვებგვერდი, თვითმომსახურების ტერმინალი, გადახდების მიმღები მომსახურების ცენტრი და სხვა.

სერვისპროვაიდერი წარმოადგენს იურიდიულ პირს, რომელიც მომსახურებას ან პროდუქციას ელექტრონულად ყიდის.

ქსელში ჩართული 75-მდე აგენტით MMCS მსოფლიო მასშტაბით მოიცავს უამრავ ქვეყანას: თურქეთი, იტალია, რუსეთი, ყაზახეთი, ტაჯიკეთი, ჩინეთი, აზერბაიჯანი, სომხეთი და ა.შ.

ჩვენ ვცდებით საზღვრებს!



MMCS-ი ყოველწლიურად რამდენიმე ასეული მილიონი დოლარის ღირებულების 40-60 მილიონ ტრანზაქციას ამუშავებს





ვის სჭირდება MM Clearing System?

კომპანიებს (სერვისპროვაიდერებს)

კომპანიას (სერვისპროვაიდერს), რომელიც ყიდის გარკვეულ პროდუქციასა თუ მომსახურეობას და გადახდების მიღების ორგანიზების სურვილი აქვს ფართო ქსელის მეშვეობით. ამ ნაბიჯით ის ზოგავს ფულსა და ენერგიას, რადგან MMCS-სთან მიერთებით ის უკავშირდება საგადახდო ბაზრის ფართო ქსელს და აღარ უწევს ბაზარზე არსებულ უამრავ საგადახდო სისტემასთან ცალკეულად მიერთება.
ფიზიკურ ან იურიდიულ პირებს

ფიზიკურ ან იურიდიულ პირს, რომელსაც სურვილი აქვს მიიღოს გადახდები საკუთარი ინფრასტრუქტურით სხვადასხვა სერვისპროვაიდერის სასარგებლოდ. MMCS-სთან მიერთებით მას საშუალება ეძლევა მხოლოდ ერთი ინტეგრაციით 400-მდე სერვისპროვაიდერის სასარგებლოდ მიიღოს გადახდები და ბაზარზე არსებული ყველაზე მაღალი საკომისიო ყოველ მიღებულ გადახდაზე.

ჩვენი სისტემის უპირატესობები სხვა ანალოგიურ სისტემებთან შედარებით:



  • ჩვენ ვართ საქართველოში ყველაზე მსხვილი აგრეგატორი;
  • მსოფლიოში წამყვანი ელ-საფულეების წარმომადგენელი;
  • გვაქვს პირდაპირი კავშირი მსოფლიოს მსხვილ სერვისპროვაიდერებთან;
  • ვთანამშრომლობთ 700-მდე სერვისპროვაიდერთან;
  • ყოველწლიურად ვამუშავებთ 40-60 მილიონ ტრანზაქციას;
  • გვაქვს დიდი და მზარდი სააგენტო ქსელი საქართველოში და მის გარეთ;
  • ვთანამშრომლობთ 12 სხვადასხვა ქვეყნის 80-მდე კომპანიასთან;
  • 100 000-მდე თვითმომსახურების ტერმინალით თანხის შევსების საშუალება საქართველოსა და სხვადასხვა ქვეყანაში;
  • თანამედროვე სამართავი პანელი უზრუნველვყოფს აგენტებისთვის ყველაზე მოქნილ მართვის საშუალებას;
  • თანამედროვე ტექნიკური უზრუნველყოფა და დაცვის სისტემებ;ი
  • სრულად ავტომატიზირებული დოკუმენტბრუნვა;
  • ყოველდღიური და პერიოდული ამომწურავი სტატისტიკა.



კომპანია Money Movers საშუალებას გაძლევთ რეგისტრაციამდე გაეცნოთ სისტემის შესაძლებლობებს სადემონსტრაციო რეჟიმში.
თუ გსურთ რეგისტრაცია, დააჭირეთ შესაბამის ღილაკს.


გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ რეგისტრაციის შემდეგ დაგიკავშირდებათ ჩვენი მენეჯერი.