
Money Movers Cash Desk Program
21/10/2016
MoneyMovers Cash Desk პროგრამა შექმნილია იმ კომპანიებისთვის, რომლებსაც გააჩნიათ სალაროები და ემსახურებიან ფიზიკურ პირებს. ამ პროგრამის მეშვეობით შესაძლებელია სხვადასხვა ოპერაციის ჩატარება, მაგალითად: კომუნალური და სხვა გადასახადების გადახდა, მობილური ბალანსის შევსება, ვალუტის კონვერტაცია, ელ-საფულეზე თანხის შეტანა და გატანა, თანხის გადარიცხვა საბანკო ანგარიშზე, კლიენტის იდენტიფიკაცია ან მისი შავ სიაში დამატება, ფულადი გზავნილის გაგზავნა ან მიღება და სხვა. ასევე, ჩატარებული ოპერაციების ამონაწერების და სტატუსების ნახვა.
ერთი ხელშეკრულების გაფორმებით კომპანია იღებს ფიზიკური პირების მომსახურების საუკეთესო პროგრამას სრულიად უფასოდ, რომელიც არ საჭიროებს რაიმე სახის ინტეგრაციას;
სისტემა მუშაობს ერთი ფანჯრის პრინციპით და მომსახურების დრო და ხარისხი საგრძნობლად უმჯობესდება;
პროგრამა მოიცავს საქართველოში არსებულ ყველა საგადახდო მომსახურებას და ასევე საერთაშორისო ბაზარზე არსებულ ყველა ძირითად საგადახდო სისტემას;
სისტემა ავტომატურად აგენერირებს კონვერტაციის კურსს Bloomberg-თან მიმართებაში, ხოლო კომპანიის პასუხისმგებელ თანამშრომელს შეუძლია თავად განსაზღვროს გაცვლითი კურსები;
MoneyMovers მიერ დამატებული ახალი სერვისები ავტომატურად ემატება მომსახურების პროდუქტების სიას და კომპანიას არ უწევს დამატებითი ინტეგრაციების და განახლებების გაკეთება;
MoneyMovers კომპანიას გადასცემს პროგრამის სამართავ პანელს და კომპანია თავად არეგისტრირებს ფილიალებს, ოპერატორებს, განსაზღვრავს თანამშრომლების უფლებებს და ა.შ.;
პროგრამაში ჩადებულია „ფინანსური მონიტორინგის სამსახურის“ მოთხოვნების შესაბამისი ფუნქციონალი, რომელიც ავტომატურად აცნობებს/ახსენებს ოპერატორებს შესაბამისი ვალდებულებების შესახებ, ხოლო „ფმს“ პასუხისმგებელ თანამშრომელს უგზავნის შესაბამის ანგარიშს;
პროგრამა დაცულია უსაფრთხოების თანამედროვე სისტემებით და მასში შესვლა შეუძლია მხოლოდ ავტორიზებულ მომხმარებლებს SMS ვერიფიკაციის შემდეგ;
Cash Desk Program-ში მუშაობით დაინტერესების შემთხვევაში, შეავსეთ ონლაინ განაცხადი https://mm.ge/cash_desk.php?lang=geo ან დაუკავშირდით გაყიდვების მენეჯერს ნომერზე 995 (32) 2033333 – შიდა №103.
„მანი მუვერსთან“ ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, Cash Desk Program-ში რეგისტრირდება აგენტის პასუხისმგებელი თანამშრომელი, რომელსაც გადაეცემა სისტემაში შესასვლელი მომხმარებლის სახელი და პაროლი, შემდეგ მას თავად შეუძლია:
დაარეგისტრიროს ფილიალი;
დაარეგისტრიროს მოლარე, მენეჯერი, ინკასატორი და ბუღალტერი;
დაამატოს ან წაშალოს ვალუტა სისტემაში;
დაამატოს მომხმარებელი შავ სიაში ან წაშალოს სიიდან;
დაადგინოს ვალუტების გადაცვლის კურსები;
გაწეროს ვალუტების გადაცვლის კურსების მისაღები საკომისიოს პროცენტი;
დაადგინოს ფიქსირებული საკომისიოს ოდენობა ან/და პროცენტი, რომელიც სურს მიიღოს გადახდებიდან;
აკონტროლოს ნაშთები, ოპერატორების და ფილიალების მუშაობა.
Cash Desk Program-ის სატესტო გარემოში მუშაობა შესაძლებელია მოცემულ ბმულზე გადასვლით https://mm.ge/cash_desk.php და სურვილის მიხედვით ადმინისტრატორის, მოლარის, მენეჯერის ან ბუღალტრის როლით შესვლა სისტემაში.