
Money Movers-ის პირველი მომხმარებელთა მომსახურების სერვისცენტრი
27/04/2016
ელექტრონული საფულეების და გადახდების კომპანია Money Movers იზრდება და კიდევ უფრო მრავალფეროვან მომსახურებას სთავაზობს თავის მომხმარებელს. კომპანიამ გახსნა თავისი პირველი სალარო, რომელიც მდებარეობს მეტროსადგურ გოცირიძის მოპირდაპირე მხარეს, ვ. ნინუას ქუჩა №3-ში.
Money Movers-ის სალარო მომხმარებელს უამრავ სხვადასხვა სერვისს სთავაზობს:
- კომუნალური და სხვა მომსახურების გადახდა;
- მობილურის ბალანსის შევსება;
- კომუნიკაცია და ინტერნეტი;
- ჯარიმები და გადასახადები;
- ფინანსური სერვისები;
- აზარტული თამაშები და ტოტალიზატორები;
- სოციალური ქსელები;
- ქსელური თამაშები და გართობა;
- ტრანსპორტი და ლოჯისტიკა;
- ჰოსტინგი და დომენები;
- ინტერნეტსერვისები;
- ქველმოქმედება;
- სხვა უამრავი სერვისი;
- WebMoney საფულის საწყისი და პერსონალური ატესტაციის პროცედურის გავლა;
- Wallet One საფულეში ოფისში ვიზიტით იდენტიფიკაცია.
MM სალაროში შესაძლებელია ისეთი საერთაშორისო ელექტრონული საფულეების შევსება/განაღდება, როგორიცაა: WebMoney, WalletOne, Qiwi Wallet და Yandex Money. ადგილზევე შეგიძლიათ მიიღოთ ვალუტის გაცვლის მომსახურება, ასევე მომენტალურად გადარიცხოთ/შეავსოთ ნებისმიერი ქართული ბანკის ანგარიში IBAN ანგარიშის ნომრით, ან მხოლოდ მიმღების პირადი ნომრით.
კომპანია Money Movers-ს აქვს უამრავი მიმდინარე და სამომავლო ინოვაციური პროექტი, რომელთაც პერიოდულად შესთავაზებს თავის ერთგულ მომხმარებელს.