გადაცვალეთ WMR ანგარიში WMZ ანგარიშზე

14/08/2014

ძვირფასო მომხმარებლებო, Money Movers-ის ვებ-გვერდი საშუალებას გაძლევთ განახორციელოთ გადაცვლა Webmoney-ს ანგარიშებს შორის. MM.ge ვებ-გვერდზე შესაძლებელია გადაცვალოთ თქვენი Webmoney-ის რუბლის (WMR) ანგარიშზე არსებული თანხა თქვენსავე Webmoney-ის დოლარის (WMZ) ანგარიშზე. ამისათვის საჭიროა: • შებრძანდეთ ვებ-გვერდზე mm.ge; • მთავარ გვერდზე ველში „გაცვლა“ აირჩიეთ ერთ მხარეს Webmoney WMR, მეორე მხარეს Webmoney WMZ; • მიუთითეთ გადასაცვლელი თანხის ოდენობა (რუბლი), სისტემა ავტომატურად გიჩვენებთ მისაღები თანხის ოდენობას. • დააჭირეთ ისარს. • მონიტორზე გამოჩნდება ახალი ველები, რომელშიც უნდა შეიყვანოთ მონაცემები. • მონაცემების შევსების შემდეგ დააჭირეთ ღილაკს “შესრულება” და მიჰყევით ინსტრუქციას.





კომენტარები

გააზიარე სიახლე

სხვა სიახლეები