Money Movers თანამშრომლებმა მონაწილეობა მიიღეს Mobile World Congress 2017-ში.  მსოფლიო მასშტაბის უდიდესი ღონისძიებაა მობილურ ინდუსტრიაში, რომელიც 27 თებერვლიდან 2 მარტამდე, ბარსელონაში GSMA-ის ორგანიზებით ჩატარდა. ღონისძიების მთავარი ამოცანა იყო, საზოგადოებისთვის ეჩვენებინა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია მობილური ინდუსტრია, ნებისმიერი ინოვაციური სფეროს განვითარებისთვის. ღონისძიებას დაესწრო 108,000 სტუმარი, 208 ქვეყნიდან. მათ შორის იყო საერთაშორისო პრესის 3,500 წარმომადგენელი. გამოფენაში 2,500 ზე მეტმა კომპანიამ მიიღო მონაწილეობა, რომლებსაც წარმოდგენილი ჰქონდათ ვირტუალური რეალობა, სმარტფონის ახალი მოდელები, ინოვაციური აპლიკაციის იდეები, 3D ბეჭდვა და კონფიდენციალურობის დაცვის მოწყობილობები. ახლო მომავალში Money Movers ახალ პროდუქტებს დანერგავს, რომელთა გამოყენების სურვილი ექნება ყველა მოქალაქეს. ახალი პროდუქტი მომხმარებლებს გაუადვილებს ყოველდღიური ცხოვრების დაგეგმვას, მეტად მოსახერხებელს გახდის კომუნიკაციას და მობილური ტელეფონით გადახდებს, რაც საბოლოო ჯამში მეტად განავითარებს ელექტრონულ კომერციას საქართველოში.

დეტალურად

2016 წლის ბრენდად „ელიტ ელექტრონიქსი“ და „Money Movers“-ი  აღიარეს.  ახალი ამბების სააგენტო GHN-ის ორგანიზებით, წლის ადამიანებისა და კომპანიების - „ოქროს პერგამენტის" დაჯილდოებაზე ნომინაციაში წლის ბრენდი გამარჯვებული ორი კომიანია „ელიტ ელექტრონიქსი“ და „Money Movers“-ი   გახდა. "ელიტ ელექტრონიქსი" 20 წელია რაც მოღვაწეობს საქართველოს ბაზარზე და როგორც გაყიდვების, ასევე პროდუქციის მრავალფეროვნების მიხედვით ტექნიკის ბაზრის უპირობო ლიდერია. მისი მიზანია მიაწოდოს თანამედროვე და ხარისხიანი პროდუქცია მომხმარებლებს, ასევე შეუქმნას მათ მაქსიმალურად კომფორტული გარემო ტექნიკის შესაძენად, გაუწიოს მაღალკვალიფიციური კონსულტაცია და ბაზარზე მუდამ ინოვაციური პროექტებით წარსდგეს. მიუხედავად დიდი გამოწვევებისა, „ელიტ ელექტრონიქსმა“ ამ წლების მანძილზე საკმაოდ დიდ წარმატებას მიაღწია. „ელიტ ელექტრონიქსი“ საქართველოში პირველი ტექნიკის მულტი ბრენდული მაღაზიათა ქსელია. აღსანიშნავია, რომ დღეს კომპანიის ქსელში 50-ზე მეტი მსოფლიოში წამყვანი ბრენდის 1000-ზე მეტი სხვადასხვა დასახელების უმაღლესი ხარისხის საყოფაცხოვრებო ტექნიკაა წარმოდგენილი. „ელიტ ელექტრონიქსი“ საქართველოს ტექნიკის ბაზარზე ყველაზე დიდი სავაჭრო ქსელითაა წარმოდგენილი. საუკეთესო ტექნიკა, ფართო და მუდმივად განახლებადი ასორტიმენტი, საგარანტიო და გაყიდვის შემდგომი საუკეთესო მომსახურება, შეძენილი ნივთის ადგილზე მიტანა/მონტაჟის მომსახურების მაღალი დონე - ყოველივე ეს განაპირობებს „ელიტ ელექტრონიქსის“ დღევანდელ სახელსა და ადგილს საქართველოს სამომხმარებლო ბაზარზე. კომპანია „Money Movers“-ი 2009 წელს დაარსდა და გახდა ერთ-ერთი პირველი ორგანიზაციაა საქართველოში, რომელიც ახორციელებს ისეთ საქმიანობებს, როგორიცაა: ინტერნეტკომერცია, ინტერნეტმარკეტინგი, საშუამავლო საქმიანობა ინტერნეტკომერციაში, საგადახდო მომსახურება და ა.შ. კომპანია წარმოადგენს საგადახდო მომსახურების პროვაიდერს და ახორციელებს სხვადასხვა ინოვატორულ პროექტს ელექტრონულ კომერციაში. 2013 წლის 14 იანვარს საქართველოს ეროვნულმა ბანკმა კომპანია „Money Movers“-ი დაარეგისტრირა, როგორც საგადახდო მომსახურების პროვაიდერი, რის შემდეგაც მას საშუალება მიეცა გამოუშვას ელექტრონული ფული და განახორციელოს ელექტრონულ ფულსა და ელექტრონულ გადახდებთან დაკავშირებული კანონით გათვალისწინებული ნებისმიერი ოპერაცია. კომპანია „Money Movers“-ი ეროვნულ ბანკში (ფინანსური მონიტორინგის სამსახურში) ასევე რეგისტრირებულია, როგორც ფულადი გზავნილების განმახორციელებელი კომპანია. აღსანიშნავია, რომ 2016 წელს  „ოქროს პერგამენტის“ ფარგლებში ჯილდო 11 ნომინაციაში გაიცა. გამარჯვებულები საქართველოს მასშტაბით ჩატარებული გამოკითხვის საფუძველზე გამოვლინდნენ. სულ საქართველოს მასშტაბით გამოიკითხა 2157 რესპონდენტი. 2016 წლის „ოქროს პერგამენტის" ლაურეატები დასახელდნენ შემდეგ ნომინაციებში: წლის პოლიტიკოსი, უფლებადამცველი, ბიზნესმენი, ქველმოქმედი, ჟურნალისტი, სპორტული მენეჯერი, წლის პროექტი, კომპანია, ბრენდი, წლის ტელეპროექტი და „ოქროს პერგამენტის" საპატიო ლაურეატი. 2016 წლის ადამიანებისა და კომპანიების - "ოქროს პერგამენტის" ლაურეატობის კანდიდატების სარეიტინგო შერჩევაში მონაწილეობა 100-მა ექსპერტ-სპეციალისტმა მიიღო. სარეიტინგო შერჩევის საფუძველზე შედგა ნომინატების სია და გამოკითხვის ანკეტა. ღონისძიების საინფორმაციო მხარდამჭერები: რადიო „ფორტუნა", გაზეთი"ვერსია", გაზეთი „ქართული სიტყვა", GHN, "მთავარი.ინფო". „პრაიმნიუსჯორჯია“.

დეტალურად

MoneyMovers Cash Desk პროგრამა შექმნილია იმ კომპანიებისთვის, რომლებსაც გააჩნიათ სალაროები და ემსახურებიან ფიზიკურ პირებს. ამ პროგრამის მეშვეობით შესაძლებელია სხვადასხვა ოპერაციის ჩატარება, მაგალითად: კომუნალური და სხვა გადასახადების გადახდა, მობილური ბალანსის შევსება, ვალუტის კონვერტაცია, ელ-საფულეზე თანხის შეტანა და გატანა, თანხის გადარიცხვა საბანკო ანგარიშზე, კლიენტის იდენტიფიკაცია ან მისი შავ სიაში დამატება, ფულადი გზავნილის გაგზავნა ან მიღება და სხვა. ასევე, ჩატარებული ოპერაციების ამონაწერების და სტატუსების ნახვა. ერთი ხელშეკრულების გაფორმებით კომპანია იღებს ფიზიკური პირების მომსახურების საუკეთესო პროგრამას სრულიად უფასოდ, რომელიც არ საჭიროებს რაიმე სახის ინტეგრაციას; სისტემა მუშაობს ერთი ფანჯრის პრინციპით და მომსახურების დრო და ხარისხი საგრძნობლად უმჯობესდება;პროგრამა მოიცავს საქართველოში არსებულ ყველა საგადახდო მომსახურებას და ასევე საერთაშორისო ბაზარზე არსებულ ყველა ძირითად საგადახდო სისტემას;სისტემა ავტომატურად აგენერირებს კონვერტაციის კურსს Bloomberg-თან მიმართებაში, ხოლო კომპანიის პასუხისმგებელ თანამშრომელს შეუძლია თავად განსაზღვროს გაცვლითი კურსები;MoneyMovers მიერ დამატებული ახალი სერვისები ავტომატურად ემატება მომსახურების პროდუქტების სიას და კომპანიას არ უწევს დამატებითი ინტეგრაციების და განახლებების გაკეთება;MoneyMovers კომპანიას გადასცემს პროგრამის სამართავ პანელს და კომპანია თავად არეგისტრირებს ფილიალებს, ოპერატორებს, განსაზღვრავს თანამშრომლების უფლებებს და ა.შ.;პროგრამაში ჩადებულია „ფინანსური მონიტორინგის სამსახურის“ მოთხოვნების შესაბამისი ფუნქციონალი, რომელიც ავტომატურად აცნობებს/ახსენებს ოპერატორებს შესაბამისი ვალდებულებების შესახებ, ხოლო „ფმს“ პასუხისმგებელ თანამშრომელს უგზავნის შესაბამის ანგარიშს;პროგრამა დაცულია უსაფრთხოების თანამედროვე სისტემებით და მასში შესვლა შეუძლია მხოლოდ ავტორიზებულ მომხმარებლებს SMS ვერიფიკაციის შემდეგ; Cash Desk Program-ში მუშაობით დაინტერესების შემთხვევაში, შეავსეთ ონლაინ განაცხადი https://mm.ge/cash_desk.php?lang=geo ან დაუკავშირდით გაყიდვების მენეჯერს ნომერზე 995 (32) 2033333 – შიდა №103. „მანი მუვერსთან“ ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, Cash Desk Program-ში რეგისტრირდება აგენტის პასუხისმგებელი თანამშრომელი, რომელსაც გადაეცემა სისტემაში შესასვლელი მომხმარებლის სახელი და პაროლი, შემდეგ მას თავად შეუძლია: დაარეგისტრიროს ფილიალი;დაარეგისტრიროს მოლარე, მენეჯერი, ინკასატორი და ბუღალტერი;დაამატოს ან წაშალოს ვალუტა სისტემაში;დაამატოს მომხმარებელი შავ სიაში ან წაშალოს სიიდან;დაადგინოს ვალუტების გადაცვლის კურსები;გაწეროს ვალუტების გადაცვლის კურსების მისაღები საკომისიოს პროცენტი;დაადგინოს ფიქსირებული საკომისიოს ოდენობა ან/და პროცენტი, რომელიც სურს მიიღოს გადახდებიდან;აკონტროლოს ნაშთები, ოპერატორების და ფილიალების მუშაობა. Cash Desk Program-ის სატესტო გარემოში მუშაობა შესაძლებელია მოცემულ ბმულზე გადასვლით https://mm.ge/cash_desk.php და სურვილის მიხედვით ადმინისტრატორის, მოლარის, მენეჯერის ან ბუღალტრის როლით შესვლა სისტემაში.

დეტალურად

8 სექტემბერს MoneyMovers-ის თანამშრომლებმა დაუვიწყარი საჩუქარი მივიღეთ - პარაპალანით ფრენა თბილისის ზღვაზე. სიურპრიზისგან მიღებული ემოცია სამსახურიდან თბილისის ზღვამდე გაგვყვა. ზღვის მოპირდაპირე მხარეს, მთაზე გველოდებოდნენ პარაგლაიდინგის ფერედერაციის წევრები. მეტად ამაღელვებელი იყო მთიდან გადმოხტომის მომენტი, ადრენალინი მატულობდა, თუმცა ფრენის სურვილი ყველაზე ძლიერი აღმოჩნდა. პირველივე წუთებიდან ვიგრძენით დადებითი ემოციის მოზღვავება. აღფრთოვანებისგან გაბრწყინებული სახეები... ყველას გვინდოდა, რაც შეიძლება უფრო დიდ ხანს გაგრძელებულიყო ფრენა. დღის ბოლოს, ყველანი ერთმანეთს ვუზიარებდით ჩვენს ემოციებსა და შთაბეჭდილებებს. მადლობას ვუხდით პარაგლაიდინგის ფედერაციას, რომლებმაც იზრუნეს ჩვენს უსაფრთხო ფრენაზე და დაგვიმტკიცეს თავიანთი პროფესიონალიზმი.

დეტალურად

30% ბონუსი ყველა მოთამაშეს საქართველოდან ძვირფასო მოთამაშეებო საქართველოდან, მოხარულები ვართ გაცნობოთ, რომ Wargaming და MoneyMovers ატარებენ ერთობლივ აქციას.17 ივლისიდან 23 ივლისის ჩათვლით თქვენ შეგიძლიათ მიიღოთ 30% ბონუსი სათამაშო ოქროს შეძენისას შემდეგი საშუალებებით:- Money Movers - PayBox (Nova)- TBCpay- IPS- eMoney- Express Pay- Liberty Bank გთხოვთ გაითვალისწინოთ რომ აქციაში მონაწილეობისათვის საჭიროა ბალანსი შეავსოთ მინიმუმ 10 სათამაშო ოქროთი. არ გაუშვათ შანსი მიიღოთ საჩუქარი !!! LLC " Money Movers" 2016

დეტალურად

რა არის Viber Out?   Viber Out საშუალებით თქვენ შეგიძლიათ დარეკოთ სახლის ან მობილურ ტელეფონებზე მაშინაც კი, თუ ისინი არ არიან რეგისტრირებული Viber-ში.   ზარის მისაღებად არ არის საჭირო ინტერნეტი.   ყველა ტარიფი: https://account.viber.com/ru/rates/   როგორ ვისარგებლო Viber Out-ით?  შეავსეთ Viber Out დეპოზიტი. ჩართეთ Viber მობილურში ან კომპიუტერში. აკრიფეთ სასურველი ნომერიაკრიფეთ სასურველი ნომერი. ისაუბრეთ!  

დეტალურად

ელექტრონული საფულეების და გადახდების კომპანია Money Movers იზრდება და კიდევ უფრო მრავალფეროვან მომსახურებას სთავაზობს თავის მომხმარებელს. კომპანიამ გახსნა თავისი პირველი სალარო, რომელიც მდებარეობს მეტროსადგურ გოცირიძის მოპირდაპირე მხარეს, ვ. ნინუას ქუჩა №3-ში.     Money Movers-ის სალარო მომხმარებელს უამრავ სხვადასხვა სერვისს სთავაზობს: კომუნალური და სხვა მომსახურების გადახდა; მობილურის ბალანსის შევსება; კომუნიკაცია და ინტერნეტი; ჯარიმები და გადასახადები; ფინანსური სერვისები; აზარტული თამაშები და ტოტალიზატორები; სოციალური ქსელები; ქსელური თამაშები და გართობა; ტრანსპორტი და ლოჯისტიკა; ჰოსტინგი და დომენები; ინტერნეტსერვისები; ქველმოქმედება; სხვა უამრავი სერვისი; WebMoney საფულის საწყისი და პერსონალური ატესტაციის პროცედურის გავლა; Wallet One საფულეში ოფისში ვიზიტით იდენტიფიკაცია.  MM სალაროში შესაძლებელია ისეთი საერთაშორისო ელექტრონული საფულეების შევსება/განაღდება, როგორიცაა: WebMoney, WalletOne, Qiwi Wallet და Yandex Money. ადგილზევე შეგიძლიათ მიიღოთ ვალუტის გაცვლის მომსახურება, ასევე მომენტალურად გადარიცხოთ/შეავსოთ ნებისმიერი ქართული ბანკის ანგარიში IBAN ანგარიშის ნომრით, ან მხოლოდ მიმღების პირადი ნომრით.   კომპანია Money Movers-ს აქვს უამრავი მიმდინარე და სამომავლო ინოვაციური პროექტი, რომელთაც პერიოდულად შესთავაზებს თავის ერთგულ მომხმარებელს.

დეტალურად

სიახლე, რომელსაც ყველა ველოდით! თქვენ უკვე შეგიძლიათ გაანაღდოთ თანხა არა მხოლოდ WebMoney-ის დოლარის ანგარიშიდან, არამედ დღეიდან თქვენს განკარგულებაშია: ‪#‎WMR‬, ‪#‎WalletOneGEL‬ და ‪#‎Yandex‬ ელექტრონული საფულეები!     უბრალოდ დააჭირეთ გადაცვლას და მიიღეთ ფული ნებისმიერი ელექტრონული საფულიდან თქვენთვის სასურველ ნებისმიერ სერვისზე: ✔ ლიბერთი ბანკის ნებისმიერი სალარო;✔ სმარტივი ბარათი;✔ ნებისმიერი ქართული ბანკის ანგარიში. ✯ ჩვენთვის მნიშნელოვანია თქვენი სურვილები!

დეტალურად

ჩვენს ვებგვერდზე უკვე შესაძლებელია ნებისმიერი სერვისის გადახდა WebMoney-ის სავალუტო ანგარიშებიდან WME (ევრო) და WMU (უკრაინული გრივნა). ყოველგვარი შიდაკონვერტაციის გარეშე ელექტრონულ საფულეში, შეგიძლიათ mm.ge-ზე უბრალოდ აირჩიოთ სერვისი და გადახდის მეთოდში მიუთითოთ თქვენთვის სასურველი სავალუტო ანგარიში. თანხა ჩამოგეჭრებათ პირდაპირ WebMoney-ის მითითებული ანგარიშიდან და ჩაგერიცხებათ ვებგვერდიდან თქვენ მიერ არჩეულ სერვისზე.   შეგახსენებთ, რომ www.mm.ge გაძლევთ საშუალებას გადაიხადოთ შემდეგი გადახდის მეთოდებით: Visa/MasterCard GEL; Visa/MasterCard RUB; WebMoney - WMZ, WMR, WME, WMU სავალუტო ანგარიშები; Wallet One GEL; Яндекс.деньги; Emoney.

დეტალურად