ხშირად დასმული კითხვები

თუ თქვენს კითხვაზე პასუხი ვერ ნახეთ, მოგვწერეთ!

    კონტაქტი

ხშირად დასმული კითხვები


Yandex.Money იდენტიფიკაცია

YandexMoney-ს ელ.საფულეში იდენტიფიკაციის მისაღებად, აუცილებელია მობრძანდეთ ჩვენს სერვისცენტრში 24/7( მისამართებზე: ქ.თბილისი პიკინის გამზ. 25; ვ.ნინუას ქ. 3) და ოპერატორს წარუდგინოთ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი. იდენტიფიკაციის გავლის შემდეგ, თქვენ მიიღებთ სტატუსს  „Идентифицированный„, რის შემდეგაც შეძლებთ იდენტიფიცირებული მომხმარებლების ლიმიტებითა და უფლებებით სარგებლობას. ოპერატორის მიერ საიდენტიფიკაციო მონაცემების შეყვანის და დადასტურების შემდეგ, პროცესის დასასრულებლად, აუცილებელია აპლიკაციიდან ან ბრაუზერიდან შეხვიდეთ თქვენს Yandex საფულის პროფილში, გადაამოწმოთ მითითებული მონაცემები და დაადასტუროთ იდენტიფიკაცია. Yandex.Money ელ.საფულეში იდენტიფიკაციის ღირებულება შეადგენს 10 ლარს.

 

საფულის სტატუსები

Yandex.Money-ში  იდენტიფიცირების 3 დონეა: ანონიმური (Анонимный), სახელობითი (Именной) და იდენტიფიცირებული (Идентифицированный).

ანონიმური სტატუსი ენიჭებათ მომხმარებლებს რეგისტრაციის შემდეგ. ვინაიდან,  სისტემისთვის  მხოლოდ  ავტორიზაციის მონაცემები და ტელეფონის ნომერია ცნობილი.

სახელობითი სტატუსის მიღება შესაძლებელია ონლაინ-ანკეტის შევსების შემდეგ. ხელმისაწვდომია მხოლოდ რუსეთის მოქალაქეებისთვის,  ხოლო სხვა ქვეყნის მოქალაქეებისთვის აღნიშნული სტატუსის მიღების საშუალებას სისტემა არ იძლევა.

იდენტიფიცირებული სტატუსის მისანიჭებლად  Yandex.Money-მ სრულად უნდა მიიღოს თქვენი საპასპორტო მონაცემები. სისტემის მიზანია - დარწმუნდეს თქვენს ვინაობაში. მონაცემები კონფიდენციალურია და იანდექსი მათ არ ასაჯაროებს.

 

იდენტიფიცირების სტატუსზე არის დამოკიდებული თქვენი ლიმიტები:

ანონიმური საფულე:

  • აქვს მხოლოდ რუბლის ანგარიში;
  • გადარიცხვების განხორციელება შესაძლებელია მხოლოდ რუსეთის ტერიტორიაზე, მაქსიმალური თანხა ერთ გადარიცხვაზე შეადგენს 15 000 რუბლს;
  • Money-ის ბარათიდან განაღდების ლიმიტი ერთ ტრანზაქციაზე შეადგენს 5 000 რუბლს;
  • მომხმარებელს ეკრძალება ფულადი გზავნილების განხორციელება.

სახელობითი საფულე:

  • აქვს მხოლოდ რუბლის ანგარიში;
  • მსოფლიოს მასშტაბით შესაძლებელია თანხების გადარიცხვა. მაქსიმალური თანხა ერთ გადარიცხვაზე შეადგენს 60 000 რუბლს;
  • განაღდების მაქსიმალური თანხა ერთ ტრანზაქციაზე შეადგენს 5 000 რუბლს;
  • აქვს უფლება გადარიცხოს თანხები გადაბმულ ბარათებზე (გადაურიცხოს საკუთარ თავს) და სხვა ელ.საფულეებში.

იდენტიფიცირებული საფულე:

  • ენიჭება ანგარიშების გახსნის უფლება დოლარში, ევროში, ტენგეში და კიდევ 7 სხვა ვალუტაში;
  • მსოფლიოს მასშტაბით შესაძლებელია თანხების გადარიცხვა. მაქსიმალური თანხა ერთ გადარიცხვაზე შეადგენს 250 000 რუბლს;
  • ერთ ტრანზაქციაზე განაღდების მაქსიმალური თანხა შეადგენს 100 000 რუბლს;
  • შესაძლებლობა აქვს გადარიცხოს სხვა ელ.საფულეებში, ბარათებზე, საბანკო ანგარიშებზე და განახორციელოს ფულადი გზავნილები: Western Union, Юнистрим.

 

დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებგვერდს.

გააზიარე