ხშირად დასმული კითხვები

თუ თქვენს კითხვაზე პასუხი ვერ ნახეთ, მოგვწერეთ!

    კონტაქტი

ხშირად დასმული კითხვები


რას წარმოადგენს ელექტრონული საფულე Yandex Money

 

Yandex.Money - არის რუსული ელექტრონული საგადახდო სისტემა, რომელმაც 2002 წლის 24 ივლისს დაიწყო მუშაობა.  ცნობადობით რუსეთში მესამე ელექტრონული გადახდის საშუალებაა. მომხმარებლებისთვის სერვისი ხელმისაწვდომია როგორც ვებგვერდიდან, ასევე აპლიკაციიდან. აღნიშნული  სისტემით  შესაძლებელია თანხების გადარიცხვა, ფულადი გზავნილების გაგზავნა, ონლაინ გადახდების შესრულება სხვადასხვა პროვაიდერების სერვისებზე, მათ შორის, კომუნალური გადასახადების გადახდა, მობილური ოპერატორების მომსახურების გადახდა და სხვა. Yandex.Money-ს სისტემაში იდენტიფიცირებული მომხმარებლებისთვის ხელმისაწვდომია 11 სავალუტე ანგარიში: RUB (რუსული რუბლი), USD (დოლარი), EUR (ევრო), BYN (ბელორუსული რუბლი), KZT (ყაზახური ტენგე), GBP (ფუნტი), CNY (ჩინური იუანი), CHF (შვეიცარული ფრანკი), CZK (ჩეხური კრონა), JPY (იაპონური იენი), PLN (პოლონური ზლოტი).

ანგარიშის გასახსნელად საჭიროა Yandex.ru-ს ვებგვერდზე რეგისტრაციის გავლა. ამის შემდეგ, განყოფილებაში "ფული" უნდა შეავსოთ სპეციალური სარეგისტრაციო ფორმა და შექმნათ ე.წ. საფულე, შემდეგი ფორმატით: 41001 ********** (14 ციფრი).

დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებგვერდ.

 

 

გააზიარე