ხშირად დასმული კითხვები

თუ თქვენს კითხვაზე პასუხი ვერ ნახეთ, მოგვწერეთ!

    კონტაქტი

ხშირად დასმული კითხვები


რა არის Qiwi Visa ბარათი?

რა არის Qiwi Visa ბარათი?

Qiwi Visa ბარათი არის საერთაშორისო საგადახდო სისტემის Visa-ს Classic ბარათი. Qiwi ბარათით სარგებლობა შეგიძლიათ ნებისმიერ მაღაზიაში, ინტერნეტ-საიტებზე. ასევე, გაქვთ შესაძლებლობა გაანაღდოთ თანხა ბანკომატებიდან. ბარათის მისაღებად, აუცილებელია მობრძანდეთ ჩვენს ერთ-ერთ სერვისცენტრში, ოპერატორს წარუდგინოთ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი და გადაიხადოთ ბარათის ერთჯერადი მომსახურების საფასური. Qiwi Visa ბარათი არის უფასო. მომხმარებელი იხდის მხოლოდ ბარათის გაცემის საფასურს, რომელიც შეადგენს 10 ლარს.

Qiwi ელ. საფულის წესების თანახამად, არაიდენტიფიცირებულ მომხმარებელს შეუძლია Qiwi Visa ბარათის მიღება, მაგრამ კომპანია მანი მუვერსი, როგორც საქართველოში Qiwi Visa ბარათების გამცემი კომპანია, ბარათებს გასცემს მხოლოდ იდენტიფიცირებულ მომხმარებლებზე. ბარათის მიღებამდე გადიხართ იდენტიფიკაციის პროცესს, რომელიც ამ შემთხვევაში უფასოა.

გააზიარე