ხშირად დასმული კითხვები

თუ თქვენს კითხვაზე პასუხი ვერ ნახეთ, მოგვწერეთ!

    კონტაქტი

ხშირად დასმული კითხვები


როგორ შევცვალოთ ტელეფონის ნომერი WebMoney ელექტრონულ საფულეში

იმისთვის, რომ გქონდეთ WebMoney ელექტრონულ სისტემაში ტელეფონის ნომრის ცვლილების უფლება აუცილებელი პირობაა გქონდეთ  ფორმალური ან უფრო მაღალი დონის ატესტატი.

დამოუკიდებლად ნომრის შეცვლის პროცედურა შედგება 2 ეტაპისგან :

 

  1. გაიარეთ ავტორიზაცია იმ WM keeper-ში რომლითაც  ხართ დარეგისტრირებული WebMoney ელექტრონულ საფულეში. გადადით ბმულზე

თქვენი WMID მართვის მეთოდის შესაბამისად აირჩიეთ :

  • WM keeper standard-ს შემთხვევაში, დააჭირეთ 3 შეიყვანეთ თქვენი WMID ნომერი, პაროლი და ეკრანზე არსებული სიმბოლოები შესაბამის ველში.
  • WM keeper WinPro-ს შემთხვევაში, დააჭირეთ 1(დარწმუნდით რომ WM keeper Winpro არის ონლაინ რეჟიმში)
  • WM keeper WebPro-ს შემთხვევაში, დააჭირეთ 2(წინასწარ შეამოწმეთ თვენი პერსონალური სერტიფიკატის არსებობა ბრაუზერის მეხსიერებაში)
  • WM keeper standard დარეგისტრირებულია სოციალურ ქსელში, დააჭირეთ შესაბამის ღილაკს სოციალური ქსელის ქვედა მარჯვენა კუთხეში.

 4

 

საყურადღებო!

არის შემთხვევები, როდესაც თქვენ საჭიროებთ ნომრის ცვლილებას მაგრამ არ არის საშუალება  sms-შეტყობინების მიღების, ასეთ შემთხვევაში WebMoney გაძლევთ რეკომენდაციას დაარეგისტრიროთ სერვისი E-NUM და ჩართოთ ოპერაციების შესრულების დასტური E-NUM-ს საშუალებით. ასე თქვენ შეძლებთ მომენტალურად შეცვალოთ ტელეფონის ნომერი. შედით მართვის პანელში E-NUM კოდის დასტურით, თქვენს მართვის პანელში WMID-განყოფილებაში  მობილური ნომრის გასწვრივ დააჭირეთ ფანქრის სურათს, რომელსაც აქვს ცვლილების ფუნქცია. იხილეთ სქრინშოთი

5

ჩაწერეთ  ახალი მობილურის ნომერი და დააჭირეთ „შემდეგი“. იმ შემთხვევაში თუ ჩართული გაქვთ რეჟიმი ოპერაციების დასტურის, დააჭირეთ „Войти на сайт заново"

შემდეგ თქვენს მიერ მითითებულ ტელეფონის ნომერზე მოგივათ sms შეტყობინება, რომელიც შედგება 5 რიცხვისგან და ჩაწერეთ შესაბამის ველში, დაადასტურეთ  ნომერი რომელიც მიუთითეთ რაც დამადასტურებელი იმ ფაქტის, რომ ნომერი ნამდვილად თქვენ გეკუთვნით.

 

  1. მას შემდეგ რაც თქვენ დაადასტურებთ ახალ ნომერს, მოგეცემათ საშუალება დაადასტუროთ, რომ ნომრის ცვლილებას ახორციელებს WMID რეალური მფლობელი. დასტურის ძირითადი მეთოდი არის sms შეტყობინების მიღება ძველ ნომერზე, რომელიც შედგება 6 რიცხვისგან. მიღებული კოდი ჩაწერეთ შესაბამის ველში.

 

//იმ შემთხვევაში თუ თქვენ არ გაქვთ წვდომა ძველ მობილურ ნომერზე, შეგიძლიათ მიმართოთ მობილურ ოპერატორს კომპანიას ნომრის აღდგენის მოთხოვნით//

ან თუ თქვენს WMID  მითითებული გაქვთ საკონტროლო კითხვა , მაშინ ძველ ნომერზე კოდის მაგივრად შესაძლებელია ჩაწეროთ საკონტროლო კითხვაზე პასუხი. ასეთ შემთხვევაში პასუხი სწორიც რომ იყოს, ნომრის ცვლილება მაშინვე არ მოხერხდება უსაფრთხოების მიზნით, არამედ გარკვეული დაგვიანებით , რომელიც ენიჭება თითოეულ WMID ინდივიდუალურად დაახლოებით 2დან-30 დღის განმავლობაში.

სისტემის ზოგიერთ მონაწილეს შესაძლებელია შესთავაზონ დასტურის დამატებითი მეთოდები. ისინი დამოკიდებულია სხვადასხვა პირობებზე. თუ დამატებითი მეთოდები არ შემოგთავაზეს, ეს ნიშნავს იმას რომ თქვენი WMID პირობების შესრულებას არ საჭიროებს.

 

 

განაცხადის გაგზავნა ფოსტით

ფოსტის მეშვეობით გააგზავნეთ განაცხადი, პასპორტის ასლი  და ნოტარიულად დამოწმებული ხელმოწერა. განაცხადი განიხილება  10-სამუშაო დღეში, მისი მიღებიდან.

განაცხადის ფორმა, გადადით ბმულზე

 6

ტელეფონის ნომრის შეცვლა საქართველოში აპრობირებული მეთოდით

საყურადღებო!!!

საქართველოს შემთხვევაში პრაქტიკიდან გამომდინარე გთავაზობთ პროცედურას, როგორ შეცვალოთ ტელეფონის ნომერი, იმ შემთხვევაში თუ  ნომერზე რომლითაც ხართ  დარეგისტრირებული WebMоney- სისტემაში წვდომა არ გაქვთ.

  1. ამობეჭდეთ განაცხადი გადადით ბმულზე 
  2. შეავსეთ განაცხადი რუსულად
  3. შევსებული განაცხადი მიიტანეთ შვეიცარიის საელჩო თბილისში(რუსეთის ინტერესების სექციაში არსებულ ნოტარიუსთან)
  4. დაამოწმეთ ხელმოწერა და არა განაცხადის ტექსტი ნოტარიულად  (ნოტარიუსის მომსახურება ფასიანი, ფასი დააზუსტეთ ადგილზე)
  5. ნოტარიულად დამოწმებული განაცხადი გააგზავნეთ ფოსტის მეშვეობით ბმულზე მითითებულ მისამართზე. გადადით ბმულზე 

განაცხადი განიხილება  10-სამუშაო დღეში, მისი მიღებიდან.

WebMoney - თავად შეგატყობინებთ პასუხს ელ-ფოსტაზე

გააზიარე