ხშირად დასმული კითხვები

თუ თქვენს კითხვაზე პასუხი ვერ ნახეთ, მოგვწერეთ!

    კონტაქტი

ხშირად დასმული კითხვები


როგორ გადავცვალოთ ელექტრონული ფული?

Money Movers-ის ვებგვერდზე თქვენ შეგიძლიათ გადაცვალოთ ელექტრონული ფული თქვენთვის სასურველი სხვადასხვა მეთოდით. 

Money Movers ვებგვერდის საშუალებით შესაძლებელია გაანაღდოთ თანხა Webmoney WMZ, Webmoney WMR, Wallet One GEL და Yandex ელექტრონული საფულეებიდან. თანხის განაღდება შესაძლებელია "სმარტივი" ბარათზე, ასევე საქართველოში არსებული ბანკების ანგარიშებზე პირადი ნომრით და დაბადების თარიღით ან IBAN ანგარიშზე. ამისათვის:

გადაცვლის ფორმაში „მაქვს“ ველში აირჩიეთ ის ელ.საფულე, რომლიდანაც გსურთ თანხის გატანა, „მინდა მივიღო“ ველში აირჩიეთ ბანკი, რომელშიც გსურთ თანხის გადარიცხვა;

პირადი ნომრით და დაბადების თარიღით (ამ შემთხვევაში სისტემა აგარჩევინებთ თქვენს ანგარიშის ნომერს)

გადაცვლის ფორმაში „მაქვს“ ველში აირჩიეთ ის ელ.საფულე, რომლიდანაც გსურთ თანხის გატანა, „მინდა მივიღო“ ველში აირჩიეთ ბანკი, რომელშიც გსურთ თანხის გადარიცხვა. TBC Bank, Bazis Bank, Finca Bank, Tera Bank - აღნიშნული ბანკების არჩევის შემთხვევაში, ველში „თანხა“ მიუთითეთ გადასაცვლელი თანხის ოდენობა შესაბამის ვალუტაში, ველში „მისაღები თანხა“ სისტემა ავტომატურად გიჩვენებთ მისაღები თანხის ოდენობას ლარში. ასევე, სისტემა ავტომატურად ანგარიშობს გადაცვლის კურსს, ფასნამატს და ერთჯერად საკომისიოს (არსებობის შემთხვევაში). წითელ ისარზე დაჭერის შემდეგ შეავსეთ ყველა ველი და ველში „ანგარიში“ სისტემა ავტომატურად გიჩვენებთ ბანკებში თქვენს ანგარიშებს, რომლებზეც შესაძლებელია თანხის ამ მეთოდით ჩარიცხვა, შემდეგ აირჩიეთ სასურველი ანგარიში, შეავსეთ ველი „უსაფრთხოების კოდი“ და დააჭირეთ ღილაკს გადაცვლა. ამ დროს სისტემა გადაგიყვანთ არჩეული ელ.საფულის ავტორიზაციის გვერდზე, სადაც უნდა შეიყვანოთ თქვენი მომხმარებლის სახელი და პაროლი, თუ მონაცემები სწორია და საფულეზე გაქვთ საკმარისი თანხა, დაადასტურეთ გადახდა და არჩეულ საბანკო ანგარიშზე თანხა ჩაგერიცხებათ მომემნტალურად.

 

ნებისმიერ ბანკში IBAN ანგარიშზე თანხის გადარიცხვა

 

გადაცვლის ფორმაში „მაქვს“ ველში აირჩიეთ ის ელ.საფულე, რომლიდანაც გსურთ თანხის გატანა, „მინდა მივიღო“ ველში აირჩიეთ სხვა ბანკები, ველში „თანხა“ მიუთითეთ გადასაცვლელი თანხის ოდენობა შესაბამის ვალუტაში, ველში „მისაღები თანხა“ სისტემა ავტომატურად გიჩვენებთ მისაღები თანხის ოდენობას ლარში. ასევე, სისტემა ავტომატურად ანგარიშობს გადაცვლის კურსს, ფასნამატს და ერთჯერად საკომისიოს (არსებობის შემთხვევაში). წითელ ისარზე დაჭერის შემდეგ შეავსეთ ყველა ველი - სახელი, გვარი, პირადი ნომერი. ველში „აირჩიეთ ბანკი„ აირჩიეთ ის ბანკი, რომელშიც გაქვთ გახსნილი ანგარიში. ველში „ანგარიშის #“ მიუთითეთ თქვენი IBAN ანგარიშის ნომერი (თუ მითითებული IBAN ანგარიში არის საბანკო ბარათის ანგარიში, მაშინ თანხა ჩაგერიცხებათ ბარათზე). შეავსეთ ველი „უსაფრთხოების კოდი“ და დააჭირეთ ღილაკს გადაცვლა. ამ დროს სისტემა გადაგიყვანთ ელ.საფულის ავტორიზაციის გვერდზე, სადაც უნდა შეიყვანოთ თქვენი მომხმარებლის სახელი და პაროლი, თუ მონაცემები სწორია და საფულეზე გაქვთ საკმარისი თანხა, დაადასტურეთ გადახდა.

თანხები ირიცხება სამუშაო დღეებში. თანხის ჩარიცხვას სჭირდება 10 წუთიდან 1 საათამდე, მაქსიმუმ ერთი სამუშაო დღე.

 

 

 

 

 

Liberty ბანკში IBAN ანგარიშებზე თანხის გადარიცხვა (ლარში ან აშშ დოლარში)

 

გადაცვლის ფორმაში „მაქვს“ ველში აირჩიეთ ის ელ.საფულე, რომლიდანაც გსურთ თანხის გამოტანა, „მინდა მივიღო“ ველში აირჩიეთ Liberty Bank Gel ან Liberty Bank USD - აღნიშნული ბანკის არჩევის შემთხვევაში, ველში „თანხა“ მიუთითეთ გადასაცვლელი თანხის ოდენობა შესაბამის ვალუტაში, ველში „მისაღები თანხა“ სისტემა ავტომატურად გიჩვენებთ მისაღები თანხის ოდენობას ლარში ან დოლარში. ასევე, სისტემა ავტომატურად ანგარიშობს გადაცვლის კურსს, ფასნამატს და ერთჯერად საკომისიოს (არსებობის შემთხვევაში). წითელ ისარზე დაჭერის შემდეგ შეავსეთ ყველა ველი. Liberty Bank GEL არჩევის შემთხვევაში მიუთითეთ ლარის IBAN ანაგარიში, Liberty Bank USD შემთხვევაში მიუთითეთ აშშ დოლარის შესაბამისი IBAN ანგარიში. შეავსეთ ველი „უსაფრთხოების კოდი“ და დააჭირეთ ღილაკს გადაცვლა. ამ დროს სისტემა გადაგიყვანთ ელ.საფულის ავტორიზაციის გვერდზე, სადაც უნდა შეიყვანოთ თქვენი მომხმარებლის სახელი და პაროლი, თუ მონაცემები სწორია და საფულეზე გაქვთ საკმარისი თანხა, დაასრულეთ გადახდა.

Liberty Bank Gel ან Liberty Bank USD ანგარიშზე თანხის გადარიცხვის შემთხვევაში თანხები ირიცხება შესაბამისად ლარში ან აშშ დოლარში მომენტალურად.

 

Smartivi ბარათზე თანხის გადარიცხვა

 

გადაცვლის ფორმაში „მაქვს“ ველში აირჩიეთ ელ.საფულე რომლიდანაც გსურთ თანხის გამოტანა, „მინდა მივიღო“ ველში აირჩიეთ Smartivi, ველში „თანხა“ მიუთითეთ გადასაცვლელი თანხის ოდენობა შესაბამის ვალუტაში, ველში „მისაღები თანხა“ სისტემა ავტომატურად გიჩვენებთ მისაღები თანხის ოდენობას ლარში. ასევე, სისტემა ავტომატურად ანგარიშობს გადაცვლის კურსს, ფასნამატს და ერთჯერად საკომისიოს (არსებობის შემთხვევაში). წითელ ისარზე დაჭერის შემდეგ შეავსეთ ყველა ველი, ველში „პირადი ნომერი“ ჩაწერეთ თქვენი 11 ნიშნა პირადი ნომერი, ველში „მომხმარებლის ნიკი„ ჩაწერეთ რიცხვები ან ასოები, რომლებიც მოცემულია თქვენი Smartivi ბარათის ქვედა მარცხენა კუთხეში. ველში „საფულის ნომერი“ ჩაწერეთ საფულის ნომერი საიდანაც გსურთ თანხის გადარიცხვა. შეავსეთ ველი „უსაფრთხოების კოდი“ და დააჭირეთ ღილაკს გადაცვლა. ამ დროს სისტემა გადაგიყვანთ ელ.საფულის ავტორიზაციის გვერდზე, სადაც უნდა შეიყვანოთ თქვენი მომხმარებლის სახელი და პაროლი, თუ მონაცემები სწორია და საფულეზე გაქვთ საკმარისი თანხა, დაადასტურეთ გადახდა და თქვენს Smartivi ბარათზე თანხა მომენტალურად გადაირიცხება.

 

 

 

WMZ ელექტრონული ფულის გადაცვლა WME, WMR, WMU ელექტრონული ფულზე.

 

აღნიშნული მეთოდის არჩევის შემთხვევაში, ველში „მაქვს“ მიუთითეთ WebMoney WMZ, ველში „მინდა მივიღო„ აირჩიეთ Webmoney WME, WMU ან WMR.  ველში „თანხა“ მიუთითეთ გადასაცვლელი თანხის ოდენობა დოლარში, ველში „მისაღები თანხა“ სისტემა ავტომატურად გიჩვენებთ მისაღები თანხის ოდენობას არჩეული WME, WMU ან WMR საფულის ვალუტის შესაბამისად. ასევე, სისტემა ავტომატურად ანგარიშობს გადაცვლის კურსს, ფასნამატს და ერთჯერად საკომისიოს (არსებობის შემთხვევაში). წითელ ისარზე დაჭერის შემდეგ შეავსეთ თქვენი პირადი მონაცემები, სახელი, გვარი. ველში „საფულის №„ WME, WMU ან WMR საფულის ნომერი (E, U ან R სიმბოლო და 12 რიცხვი) რომელზეც გსურთ თანხის მიღება. შეიყვანეთ უსაფრთხოების კოდი, დააჭირეთ ღილაკს გადაცვლა. ამ დროს სისტემა გადაგიყვანთ WebMoney ავტორიზაციის გვერდზე, სადაც უნდა შეიყვანოთ თქვენი მომხმარებლის სახელი და პაროლი WebMoney სისტემაში და თუ მონაცემები სწორია და საფულეზე გაქვთ საკმარისი თანხა, დაადასტურეთ გადახდა.

თანხა მომენტალურად აგესახებათ არჩეულ WME, WMU ან WMR საფულეზე.

 

 

გააზიარე