ხშირად დასმული კითხვები

თუ თქვენს კითხვაზე პასუხი ვერ ნახეთ, მოგვწერეთ!

    კონტაქტი

ხშირად დასმული კითხვები


რა არის MMPAS?



MMPAS - შეუცვლელი საშუალება ინტერნეტმაღაზიისთვის!


არავისთვისაა საიდუმლო, რომ ჩვენს რეალობაში მომსახურების ან/და პროდუქციის მისაღებად მომხმარებელი სულ უფროდაუფრო მეტად იყენებს ინტერნეტს. ამ გარემოებას ითვალისწინებს მაღაზიაც და სხვადასხვა ელექტრონული საშუალებით საკუთარი მომსახურებისა თუ პროდუქციის გაყიდვის ინფრასტრუქტურის მშენებლობისთვის შესაბამისად ზრდის ინვესტიციას. ამ ინვესტიციის დიდი ნაწილი გადახდის მეთოდების ინტეგრაციასა და შემდგომ მათ მომსახურებას ხმარდება.

იმისათვის რომ მაღაზიამ მოიცვას პოტენციური მომხმარებლების სრული სპექტრი, ელექტრონულმა მაღაზიამ საჭიროა, განახორციელოს გადახდის მეთოდების ფართომასშტაბური ინტეგრაცია, რაც, თავის მხრივ, დროსა და დამატებით ხარჯს მოითხოვს.

ყოველივე ზემოთ ხსენებულიდან გამომდინარე, კომპანია Money Movers-მა შექმნა სისტემა Money Movers Payment Acceptance System, რომელიც მაღაზიებს საშუალებას აძლევს საკუთარ ელექტრონულ მაღაზიაში მხოლოდ ერთი ინტეგრაციით მიიღოს 170-მდე გადახდის მეთოდი მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ეს ნიშნავს, რომ MMPAS-ის ჩართვით თქვენს მომხმარებლებს მომენტალურად სთავაზობთ გადახდას ყველაზე მისაღები და სასურველი გზით.

Money Movers Payment Acceptance System-ი შექმნილია ბაზარზე დღეს არსებული მოთხოვნების შესაბამისად, თანამედროვე სტანდარტებისა თუ დაცვის სისტემების გამოყენებით.

 

 

გააზიარე