ხშირად დასმული კითხვები

თუ თქვენს კითხვაზე პასუხი ვერ ნახეთ, მოგვწერეთ!

    კონტაქტი

ხშირად დასმული კითხვები


WebMoney Check

გჭირდება WebMoney საფულე და გინდა თავი აარიდო რეგისტრაციისა და ავტორიზაციის დამღლელ პროცედურებს? WebMoney-მ იზრუნა თქვენზე და შექმნა მოქნილი სერვისი “WebMoney Check”. 

როგორ გამოვიყენო “WebMoney Check”

• მიბრძანდით ნებისმიერ თვითმომსახურების ტერმინალთან, აირჩიეთ ღილაკი „WebMoney Check”;
• შეიყვანეთ თქვენი ტელეფონის ნომერი საერთაშორისო ფორმატით და შეავსეთ ბალანსი;
• ბალანსის შევსების შემდეგ თქვენ ავტომატურად გაგეხსნებათ WebMoney Check, რომლის ნომერიც იქნება თქვენი მობილური ტელეფონის ნომრის იდენტური;
• მობილურის ნომერზე მოგივათ SMS კოდი/პაროლი**.

გილოცავთ, თქვენ გახდით WebMoney Check-ის მფლობელი სწრაფად და მარტივად!



როგორ გადავიხადოთ “WebMoney Check”-ით?

 

WebMoney Check საშუალებას გაძლევთ, Webmoney სისტემაში ყველაზე მარტივად განახორციელოთ საიტებზე შენაძენის საფასურის გადახდა ან სასურველ ანგარიშზე თანხის გადარიცხვა. ტრანზაქციის განხორციელების დროს Webmoney-ს მერჩანტის მხარეს თქვენ მხოლოდ მობილური ნომრის და მასზე მოსული ოთხნიშნა პაროლის მითითება დაგჭირდებათ.


 

გარდა ამისა, WebMoney Check-ის საშუალებით ვებგვერდზე www.check.webmoney.ru შეგიძლიათ განახორციელოთ შემდეგი ტრანზაქციები:
 
• შეამოწმოთ WebMoney Check-ის მიმდინარე ბალანსი;
• იხილოთ ოპერაციების ისტორია;
• შეავსოთ Check WM ბარათით;
• გადაიტანოთ თანხა თქვენი Check-დან სხვა Check -ის ანგარიშზე ან WebMoney-ის საფულეზე;
• შეცვალოთ პაროლი.


** პაროლის დავიწყების შემთხვევაში შესაძლებელია მისი მიღება მობილურის ნომერზე SMS-ის სახით.

გააზიარე