ხშირად დასმული კითხვები

თუ თქვენს კითხვაზე პასუხი ვერ ნახეთ, მოგვწერეთ!

    კონტაქტი

ხშირად დასმული კითხვები


როგორ შევავსოთ ელექტრონული საფულე QIWI?

თქვენ შეგიძლიათ შეავსოთ ელექტრონულის საფულე QIWI-ის ანგარიში Money Movers-ის სალაროში, „ლიბერთი ბანკი”-ს სერვის ცენტრებსა და ფილიალებში, ტერმინალების ან „სმარტივი“ ბარათის მეშვეობით.

 

   

QIWI ელექტრონული საფულის შევსება ტერმინალის საშუალებით:

1. ტერმინალზე აირჩიეთ ღილაკი „ინტერნეტსერვისი, კომერცია და გართობა“;

2. ჩამონათვალიდან აირჩიეთ „კომერცია“ და დააჭირეთ მას;

3. მონახეთ ჩამონათვალში QIWI Wallet და დააჭირეთ;

4. მოცემულ ველში შეიყვანეთ ტელეფონის ნომერი, რომლითაც დარეგისტრირდით Visa QIWI Wallet-ზე;

5. გაეცანით ვალუტის კურსს და დააჭირეთ ღილაკს „შემდეგ“;

6. შეიტანეთ თანხა ლარებში და დაადასტურეთ.

 

 

ელექტრონული საფულე QIWI-ს შევსების პროცედურა "ლიბერთი ბანკი“-ს სერვისცენტრებსა და ფილიალებში:

1. მიაკითხეთ უახლოეს "ლიბერთი ბანკი“-ს ფილიალს ან სერვისცენტრს (ინფორმაცია მათი მდებარეობის შესახებ შეგიძლიათ მიიღოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: http://libertybank.ge/?action=googlemap&lang=geo);

2. მიმართეთ მოლარე-ოპერატორს, რომ გსურთ შეავსოთ ელექტრონულის საფულე QIWI-ის ანგარიში;

3. წარუდგინეთ მოლარე-ოპერატორს პირადობის დამადასტურებელი მოწმობა, QIWI-ის ანგარიშის ნომერი და გადაეცით თანხა ლარებში;

4. გადაამოწმეთ მოლარე-ოპერატორის მიერ თქვენთვის გადმოცემული ამობეჭდილი ქვითარი და მოაწერეთ ხელი,

5. სისტემა QIWI-ში თანხა აისახება ოპერაციის დადასტურებისთანავე.

 

„ლიბერთი ბანკი“-ს სერვის ცენტრებსა და ფილიალებში QIWI-ს შევსებისას არ არის საჭირო საბანკო ანგარიშის გახსნა.

 

  

 

 

QIWI-ს ელექტრონული საფულის შევსება „სმარტივი“ ბარათის მეშვეობით:

1.იმისათვის რომ შეავსოთ QIWI-ს ანგარიში აუცილებელია გაიაროთ ავტორიზაცია „სმარტივი“-ს ვებგვერდზე (www.smartivi.ge);

2. ონლაინგადახდებში მონახეთ განყოფილება „ფინანსური მომსახურება და დაზღვევა“ და აირჩიეთ QIWI;

3. მიუთითეთ საფულის ნომერი, შეიყვანეთ სასურველი თანხა და დაადასტურეთ;

4. დადასტურების შემდეგ თანხა QIWI-ს საფულეზე აისახება რამდენიმე წუთში.

გააზიარე