როგორ შევავსოთ ელექტრონული საფულე QIWI?
თქვენ შეგიძლიათ შეავსოთ ელექტრონულის საფულე QIWI-ის ანგარიში Money Movers-ის სალაროში, „ლიბერთი ბანკი”-ს სერვის ცენტრებსა და ფილიალებში, ტერმინალების ან „სმარტივი“ ბარათის მეშვეობით.
QIWI ელექტრონული საფულის შევსება ტერმინალის საშუალებით:
1. ტერმინალზე აირჩიეთ ღილაკი „ინტერნეტსერვისი, კომერცია და გართობა“;
2. ჩამონათვალიდან აირჩიეთ „კომერცია“ და დააჭირეთ მას;
3. მონახეთ ჩამონათვალში QIWI Wallet და დააჭირეთ;
4. მოცემულ ველში შეიყვანეთ ტელეფონის ნომერი, რომლითაც დარეგისტრირდით Visa QIWI Wallet-ზე;
5. გაეცანით ვალუტის კურსს და დააჭირეთ ღილაკს „შემდეგ“;
6. შეიტანეთ თანხა ლარებში და დაადასტურეთ.
ელექტრონული საფულე QIWI-ს შევსების პროცედურა "ლიბერთი ბანკი“-ს სერვისცენტრებსა და ფილიალებში:
1. მიაკითხეთ უახლოეს "ლიბერთი ბანკი“-ს ფილიალს ან სერვისცენტრს (ინფორმაცია მათი მდებარეობის შესახებ შეგიძლიათ მიიღოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: http://libertybank.ge/?action=googlemap&lang=geo);
2. მიმართეთ მოლარე-ოპერატორს, რომ გსურთ შეავსოთ ელექტრონულის საფულე QIWI-ის ანგარიში;
3. წარუდგინეთ მოლარე-ოპერატორს პირადობის დამადასტურებელი მოწმობა, QIWI-ის ანგარიშის ნომერი და გადაეცით თანხა ლარებში;
4. გადაამოწმეთ მოლარე-ოპერატორის მიერ თქვენთვის გადმოცემული ამობეჭდილი ქვითარი და მოაწერეთ ხელი,
5. სისტემა QIWI-ში თანხა აისახება ოპერაციის დადასტურებისთანავე.
„ლიბერთი ბანკი“-ს სერვის ცენტრებსა და ფილიალებში QIWI-ს შევსებისას არ არის საჭირო საბანკო ანგარიშის გახსნა.
QIWI-ს ელექტრონული საფულის შევსება „სმარტივი“ ბარათის მეშვეობით:
1.იმისათვის რომ შეავსოთ QIWI-ს ანგარიში აუცილებელია გაიაროთ ავტორიზაცია „სმარტივი“-ს ვებგვერდზე (www.smartivi.ge);
2. ონლაინგადახდებში მონახეთ განყოფილება „ფინანსური მომსახურება და დაზღვევა“ და აირჩიეთ QIWI;
3. მიუთითეთ საფულის ნომერი, შეიყვანეთ სასურველი თანხა და დაადასტურეთ;
4. დადასტურების შემდეგ თანხა QIWI-ს საფულეზე აისახება რამდენიმე წუთში.