რას წარმოადგენს ელექტრონული საფულე QIWI?
QIWI ყველა მსურველს საშუალებას აძლევს შეასრულოს სასურველი და საჭირო გადარიცხვები. ტერმინალების და ელექტრონული საფულის Visa QIWI Wallet-ის საშუალებით შესაძლებელია ონლაინგადახდების შესრულება 54 ათასზე მეტ პროვაიდერში. მათ შორის, გადაიხადოთ კომუნალური გადასახადები, მობილური ოპერატორების მომსახურების საფასური, გადასახადები სხვადასხვა ბანკებში, ინტერნეტმაღაზიებში და სხვა.
Visa QIWI Wallet - ეს არის ელექტრონული საფულე, რომელიც დაფუძნებულია Visa-ს საგადახდო სისტემაზე. Visa QIWI Wallet-ის კლიენტებისთვის ხელმისაწვდომია უნივერსალური, უსაფრთხო და საიმედო პროდუქტი Visa. Qiwi გახდა პირველი საგადახდო სისტემა, რომელიც საერთაშორისო საგადახდო სისტემა Visa-სთან ერთობლივად მუშაობს. Visa უშვებს ვირტუალურ ბარათებს და უზრუნველყოფს ქსელში გაყიდვების განხორციელებას. Visa QIWI Wallet-ის ანგარიში მიბმულია Visa ბარათთან, რომელიც შესაძლებლობას აძლევს მომხმარებელს განახორციელოს გადახდები მთელ მსოფლიოში. QIWI თავის მომხმარებელს საშუალებას აძლევს შეუკეთოს QIWI Visa Plastic-ი, რომლის ანგარიში არის Visa QIWI Wallet-ის ანგარიში, ხოლო შენაძენის საფასურის გადახდა ამ ბარათით შესაძლებელია, როგორც ვირტუალურ, ასევე რეალურ სამყაროში. მომხმარებლებს შეუძლიათ შეავსონ Visa QIWI Wallet-ი სხვადასხვა არხების საშუალებით. ამ დროისთვის Visa QIWI Wallet-ის აქტიური მომხამარებლების რაოდენობა 11 მილიონს აღემატება.