ხშირად დასმული კითხვები

თუ თქვენს კითხვაზე პასუხი ვერ ნახეთ, მოგვწერეთ!

    კონტაქტი

ხშირად დასმული კითხვები


რას წარმოადგენს Wallet One ელექტრონული საფულე?

W1-ეს არის ელექტრონული საგადახდო სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს ფინანსურ გადარიცხვებს სისტემის წევრებს შორის რეალურ დროში და ასევე განკუთვნილია გადახდების საწარმოებლად. სისტემაში გაერთიანებულია 5 000 000 მომხმარებელი მსოფლიოს მასშტაბით. მრავალფუნქციური ინტერნეტგადახდების სისტემა W1 საშუალებას აძლევს მომხმარებელს განახორციელოს გადახდები მობილური ტელეფონით ან კომპიუტერით. მისი მეშვეობით შესაძლებელია გადაიხადოთ: მობილური ოპერატორების, საკაბელო ტელევიზიის, ინტერნეტის, ვებ-ჰოსტინგის, საბანკო სესხების, სპეცსამსახურის და უსაფრთხოების სისტემების, ასევე ინტერნეტმაღაზიებში საქონლისა და სხვა მომსახურების საფასური.

 

 
 
 
 
 
საგადახდო სისტემა W1 უზრუნველყოფს შემდეგ შესაძლებლობებს:

• ერთჯერადი და ავტომატური გადახდები (მაგ: მობილური ოპერატორები, კომუნალურები, ჯარიმები, თამაშები და სხვა მრავალი)
• სერვისის მომხმარებლებს შორის გადარიცხვა, მათ შორის პაროლით დაცული გადარიცხვების განხორციელება
• ელექტრონული ფულის გადატანა სხვა საგადახდო სისტემებში (მაგ.: WebMoney, Yandex, Qiwi და სხვა)
• სისტემის ბალანსის შევსება საბანკო ბარათებით, გადახდის ტერმინალებით და სხვა
• თანხის გაგზავნა მეგობართან
• ონლაინშოპინგი
• შაბლონების შექმნა
• გადახდების შესახებ უფასო SMS ან E-mail შეტყობინება
• თანხების შევსების და განაღდების საშუალებების დიდი არჩევანი
• საბანკო ანგარიშზე გადარიცხვა
 
 

გააზიარე