ხშირად დასმული კითხვები

თუ თქვენს კითხვაზე პასუხი ვერ ნახეთ, მოგვწერეთ!

    კონტაქტი

ხშირად დასმული კითხვები


როგორ დავარეგისტრიროთ Webmoney-ს საფულე?

Webmoney-ს სისტემაში საფულის დასარეგისტრირებლად, უნდა შებრძანდეთ მისამართზე www.webmoney.ru დააჭიროთ რეგისტრაციის ღილაკს და მიჰყვეთ მითითებულ ინსტრუქციას:



• შეიყვანეთ თქვენი მობილურის ნომერი საერთაშორისო ინდექსით;

• შეიყვანეთ აუცილებელი პერსონალური მონაცემები;
• თქვენს მიერ მითითებულ ელ-ფოსტაზე გამოიგზავნება შეტყობინება აქტივაციის კოდით, რომელიც უნდა შეიყვანოთ შესაბამის ველში;
• მობილურის ნომერზე გამოიგზავნება კოდი SMS-ის სახით;
• მიღებული კოდი შეიყვანეთ შესაბამის ველში;
• მიუთითეთ სასურველი პაროლი და დაადასტურეთ;
• შეიყვანეთ ეკრანზე არსებული სიმბოლოები შესაბამის ველში;
• დააჭირეთ ღილაკს OK.

საფულეში შესვლის შემდეგ გეძლევათ საშუალება შექმნათ სასურველი ფულადი ანგარიში (დოლარი, ევრო, რუბლი და ა.შ.) რომლის მეშვეობითაც შეძლებთ გადარიცხვების განხორციელებას.

გილოცავთ, თქვენ Webmoney -ს მომხმარებელი ხართ!

 

 

გააზიარე