როგორ დავარეგისტრიროთ Webmoney-ს საფულე?
Webmoney-ს სისტემაში საფულის დასარეგისტრირებლად, უნდა შებრძანდეთ მისამართზე www.webmoney.ru დააჭიროთ რეგისტრაციის ღილაკს და მიჰყვეთ მითითებულ ინსტრუქციას:
• შეიყვანეთ თქვენი მობილურის ნომერი საერთაშორისო ინდექსით;
• შეიყვანეთ აუცილებელი პერსონალური მონაცემები;
• თქვენს მიერ მითითებულ ელ-ფოსტაზე გამოიგზავნება შეტყობინება აქტივაციის კოდით, რომელიც უნდა შეიყვანოთ შესაბამის ველში;
• მობილურის ნომერზე გამოიგზავნება კოდი SMS-ის სახით;
• მიღებული კოდი შეიყვანეთ შესაბამის ველში;
• მიუთითეთ სასურველი პაროლი და დაადასტურეთ;
• შეიყვანეთ ეკრანზე არსებული სიმბოლოები შესაბამის ველში;
• დააჭირეთ ღილაკს OK.
საფულეში შესვლის შემდეგ გეძლევათ საშუალება შექმნათ სასურველი ფულადი ანგარიში (დოლარი, ევრო, რუბლი და ა.შ.) რომლის მეშვეობითაც შეძლებთ გადარიცხვების განხორციელებას.
გილოცავთ, თქვენ Webmoney -ს მომხმარებელი ხართ!