ხშირად დასმული კითხვები

თუ თქვენს კითხვაზე პასუხი ვერ ნახეთ, მოგვწერეთ!

    კონტაქტი

ხშირად დასმული კითხვები


როგორ გავიაროთ ავტორიზაცია Keeper mini საფულეში?

Keeper mini საფულეში ავტორიზაცია შესაძლებელია ნებისმიერი ინტერნეტბროუზერის მეშვეობით, ამისათვის უნდა შებრძანდეთ მისამართზე www.mini.webmoney.ru და აირჩიოთ თქვენთვის სასურველი ავტორიზაციის მეთოდი.

ავტორიზაციის მეთოდები:

1. ავტორიზაცია მომხმარებლის სახელით (ელ-ფოსტა, WMID ან ტელეფონის ნომერი) და პაროლით («логина и пароля»).


 
• მიუთითეთ ის ელ-ფოსტა, WMID ან ტელეფონის ნომერი, რომლითაც დარეგისტრირდით სისტემაში;
• შეიყვანეთ პაროლი;
• დააჭირეთ ღილაკს «Войти».
 

2. ენუმ ავტორიზაციის მეთოდი («E-NUM»)

• შეიყვანეთ შესაბამის ველში ელ-ფოსტა, რომლითაც დარეგისტრირდით;
• E-NUM ველში დააჭირეთ ღილაკს «Получить»;
• ეკრანზე, ველში «Число-вопрос» გამოჩნდება ციფრები, რომელიც შეგყავთ მობილურ ტელეფონში არსებულ შესაბამის პროგრამაში;
• ამ პროგრამის მეშვეობით, მობილურ ტელეფონზე მიიღებთ ციფრებს, რომელსაც უთითებთ თქვენს კომპიუტერში შესაბამის ველში «Число-ответ»;
• დააჭირეთ ღილაკს «Войти».
 
არსებობს ასევე ენუმ ავტორიზაციის მეორე მეთოდი, როდესაც ელ-ფოსტის შეყვანის შემდეგ შეგიძლიათ თქვენს მობილურ ტელეფონში დაყენებული სპეციალური პროგრამის საშუალებით დაასკანეროთ QR კოდი და მოცემული ციფრები შეიყვანოთ შესაბამის ველში «Число-ответ»;

3. თითის ანაბეჭდით ავტორიზაციის მეთოდი («отпечатка пальца»).

• მიუთითეთ ის ელ-ფოსტა, WMID ან ტელეფონის ნომერი, რომლითაც დარეგისტრირდით სისტემაში.
• გაიარეთ იდენთიფიკაცია თითის ანაბეჭდით.
• დააჭირეთ ღილაკს «Войти».

ავტორიზაციის მეთოდის არჩევისა და წარმატებით გავლის შემდეგ, სისტემა გადაგიყვანთ თქვენს საფულეში.

გააზიარე