როგორ გავიაროთ ავტორიზაცია Keeper mini საფულეში?
Keeper mini საფულეში ავტორიზაცია შესაძლებელია ნებისმიერი ინტერნეტბროუზერის მეშვეობით, ამისათვის უნდა შებრძანდეთ მისამართზე www.mini.webmoney.ru და აირჩიოთ თქვენთვის სასურველი ავტორიზაციის მეთოდი.
ავტორიზაციის მეთოდები:1. ავტორიზაცია მომხმარებლის სახელით (ელ-ფოსტა, WMID ან ტელეფონის ნომერი) და პაროლით («логина и пароля»).

• დააჭირეთ ღილაკს «Войти».
2. ენუმ ავტორიზაციის მეთოდი («E-NUM»)
• შეიყვანეთ შესაბამის ველში ელ-ფოსტა, რომლითაც დარეგისტრირდით;
• E-NUM ველში დააჭირეთ ღილაკს «Получить»;
არსებობს ასევე ენუმ ავტორიზაციის მეორე მეთოდი, როდესაც ელ-ფოსტის შეყვანის შემდეგ შეგიძლიათ თქვენს მობილურ ტელეფონში დაყენებული სპეციალური პროგრამის საშუალებით დაასკანეროთ QR კოდი და მოცემული ციფრები შეიყვანოთ შესაბამის ველში «Число-ответ»;
3. თითის ანაბეჭდით ავტორიზაციის მეთოდი («отпечатка пальца»).
• მიუთითეთ ის ელ-ფოსტა, WMID ან ტელეფონის ნომერი, რომლითაც დარეგისტრირდით სისტემაში.
ავტორიზაციის მეთოდის არჩევისა და წარმატებით გავლის შემდეგ, სისტემა გადაგიყვანთ თქვენს საფულეში.