ხშირად დასმული კითხვები

თუ თქვენს კითხვაზე პასუხი ვერ ნახეთ, მოგვწერეთ!

    კონტაქტი

ხშირად დასმული კითხვები


რას არის ატესტატი?

სისტემაში არსებობს სხვადასხვა დონის ატესტატი. აღნიშნული ატესტატის სახეები საშუალებას აძლევს მომხმარებელს სისტემაში გაზარდოს საკუთარი შესაძლებლობები.

ყველაზე გავრცელებული ატესტატის ფორმა, რომელსაც სისტემა ავტომატურად რეგისტრაციის პროცესში ანიჭებს მომხმარებელს „ფსევდონიმი“-ს ატესტატი. აღნიშნული ატესტატი მომხმარებელს საშუალებას აძლევს მხოლოდ საკუთარ საფულეში ჩარიცხოს თანხები და გადარიცხოს სისტემაში, ამ ატესტატის მქონე მომხმარებელი თანხას სისტემიდან ვერ გამოიტანს.

შემდეგი საფეხურის ატესტატია „ფორმალური” (formal).ფორმალური ატესტატი გამოადგებათ სისტემის აქტიურ მონაწილეებს და ფრილანსერებს. 

შესაძლებლობები:

  • აწარმოოთ გადარიცხვები WM -სისტემაში
  • ისარგებლოთ გაზრდილი ლიმიტებით.
  • მოახდინოთ WM ერთეულების გადარიცხვა საბანკო ანგარიშზე და თანხის განაღდება სალაროში „გადაცვლა“ ფუნქციით. გადადით ბმულზე
  • განათავსოთ „არბიტრაჟ“ სისტემაში სარჩელი და პრეტენზიები სისტემის სხვა მონაწილეების მიმართ.

//ფორმალური ატესტატის სრული შესაძლებლობების ნახვა შესაძლებელია შემდეგ ბმულზე 

 

ფორმალური ატესტატის მისაღებად საჭიროა:

• შეხვიდეთ სპეციალურ საატესტაციო გვერდზე www.passport.webmoney.ru;
• გაიაროთ ავტორიზაცია;
• დააჭიროთ ღილაკს «Получить аттестат»;

 
• შეავსოთ საჭირო პერსონალური ინფორმაცია;
• მოხსნათ სახელისა და გვარის დამალვის მონიშვნა (check box) და დაადასტუროს.

ატესტატის მიღება უფასოა.


მესამე დონის ატესტატი არის „საწყისი“ (intial). აღნიშნული ატესტატი საშუალებას აძლევს მომხმარებელს გაზარდოს  ლიმიტები, აწარმოოს სისტემაში გადარიცხვები. აღნიშნული ატესტატის მიღება შეუძლია ყველას, ვისაც აქვს საზღვარგარეთის პასპორტი ან ID ბარათი. ატესტატის მიღება ფასიანია და ამ დროისათვის შეადგენს 10 WMZ. ატესტატის მისაღებად საჭიროა:


• შეხვიდეთ  სპეციალურ საატესტაციო გვერდზე www.passport.webmoney.ru;
• გაიაროთ ავტორიზაცია;
• მოძებნოთ ბმული «Получить начальный аттестат» და დააჭიროთ მას;




• მოძებნოთ ატესტატორი ,რომელიც გასცემს შესაბამის ატესტატს (საქართველოს შემთხვევაში საჭიროა მიუთითოს კახაბერ საკანელაშვილი);
• გადარიცხოთ შესაბამისი თანხა საფულიდან (10 WMZ);
• მობრძანდეთ Money Movers-ის სერვისცენტრში და წარადგინოთ საკუთარი საზღვარგარეთის პასპორტი ან ID ბარათი;
• შეავსოთ სპეციალური ატესტაციის ფორმა და დაამოწმოთ ხელმოწერით.

ატესტატი გაიცემა მაქსიმუმ 2 სამუშაო დღეში

 

შემდეგი დონის ატესტატი არის „პერსონალური“ (personal). ის არის ერთ-ერთი ძირითადი ატესტატი WebMoney-ს სისტემაში. პერსონალური ატესტატის მიღება შეუძლია მომხმარებელს, რომელიც უკვე არის ფორმალური ან საწყისი ატესტატის მფლობელი, არჩეული რეგისტრატორის მიერ პერსონალური (საპასპორტო) მონაცემების შემოწმების საფუძველზე.
პერსონალური ატესტატი გაიცემა მხოლოდ იმ მომხმარებლებზე, რომელთაც მანამდე არასდროს მიუღიათ აღნიშნული ატესტატი (მათ შორის, სხვა WMID-ზე). 


პერსონალური ატესტატის მფლობელს სისტემაში ენიჭება შემდეგი შესაძლებლობები:

• რესურსების მიღების ავტომატიზაცია Merchant WebMoney Transfer-ის ინტერფეისის გამოყენებით;
• საკრედიტო ბირჟის მუშაობაში მონაწილეობის მიღება;
• სერვის Capitaller-ის მუშაობაში მონაწილეობა (ბიუჯეტის ავტომატიზირებული მართვის მოდული - бюджетные автоматы);
• "მეგასტოკის" კატალოგის ნებისმიერ განყოფილებაში ინტერნეტრესურსების რეგისტრაციაზე განაცხადის გაკეთდება;
• სისტემის კონსულტანტის სტატუსის მიღება;
• საწყისი ატესტატების გაცემის უფლება;
• სიახლეების განთავსება WM სისტემის სხვადასხვა ვებგვერდზე;
• DigiSeller სერვისის მეშვეობით სავაჭრო პლატფორმების შექმნა;
• საარბიტრაჟო სისტემაში შეზღუდვების გარეშე საჩივრების შეტანის უფლება. 

ატესტატის მიღება ფასიანია და ამ დროისათვის შეადგენს 47 WMZ.
ატესტატის მისაღებად საჭიროა:

• შეხვიდეთ სპეციალურ საატესტაციო გვერდზე www.passport.webmoney.ru;
• გაიაროთ ავტორიზაცია;
• მოძებნოთ ბმული «Получить персональный аттестат» და დააჭიროთ მას;




• მოძებნოთ ატესტატორი ,რომელიც გასცემს შესაბამის ატესტატს (საქართველოს შემთხვევაში საჭიროა მიუთითოს კახაბერ საკანელაშვილი);



• გადარიცხოთ შესაბამისი თანხა საფულიდან (47 WMZ);
• მობრძანდეთ Money Movers-ის სერვისცენტრში და წარადგინოთ საკუთარი საზღვარგარეთის პასპორტი ან ID ბარათი;
• შეავსოთ სპეციალური ატესტაციის ფორმა და დაამოწმოთ ხელმოწერით.
 

გააზიარე