ბანკები, მიკროსაფინანსო ორგანიზაციები, სავალუტო და სალომბარდო კომპანიები - ისინი იყენებენ სხვადასხვა, ერთმანეთისგან განსხვავებულ პროგრამებს, რათა სწრაფად და ხარისხიანად მოემსახურობ თავიანთ მომხმარებლებს, ხოლო ამ კომპანიების ოპერატორებს უწევთ სხვადასხვა პროგრამებში მუშაობა, რომ მოიცვან მომსახურების სრული სპექტრი.
MoneyMovers Cash Desk პროგრამა შექმნილია იმ კომპანიებისთვის, რომლებსაც გააჩნიათ სალაროები და ემსახურებიან ფიზიკურ პირებს. ამ პროგრამის მეშვეობით შესაძლებელია სხვადასხვა ოპერაცის ჩატარება, მაგ: კომუნალური და სხვა გადასახადების გადახდა, მობილური ბალანსის შევსება, ვალუტის კონვერტაცია, ელ-საფულეზე თანხის შეტანა და გატანა, თანხის გადარიცხვა საბანკო ანგარიშზე, კლიენტის იდენტიფიკაცია ან მისი შავ სიაში დამატება, ფულადი გზავნილის გაგზავნა ან მიღება და სხვა. ასევე, ჩატარებული ოპერაციების ამონაწერების და სტატუსების ნახვა.
ერთი ხელშეკრულების გაფორმებით კომპანია იღებს ფიზიკური პირების მომსახურების საუკეთესო პროგრამას; |
პროგრამა მუშაობს ერთი ფანჯრის პრინციპით და მომსახურების დრო და ხარისხი საგრძნობლად უმჯობესდება; |
პროგრამა მოიცავს საქართველოში არსებულ ყველა საგადახდო მომსახურებას და ასევე საერთაშორისო ბაზარზე არსებულ ყველა ძირითად საგადახდო სისტემას; |
სისტემა ავტომატურად აგენერირებს კონვერტაციის კურსს Bloomberg-თან მიმართებაში, ხოლო კომპანიის ადმინისტრატორს შეუძლია თავად განსაზღვროს გაცვლითი კურსები; |
MoneyMovers კომპანიას გადასცემს პროგრამის სამართავ პანელს და კომპანია თავად არეგისტრირებს ფილიალებს, ოპერატორებს, განსაზღვრავს თანამშრომლების უფლებებს და ა.შ.; |
MoneyMovers მიერ დამატებული ახალი სერვისები ავტომატურად ემატება მომსახურების პროდუქტების სიას და კომპანიას არ უწევს დამატებითი ინტეგრაციების და განახლებების გაკეთება; |
პროგრამა დაცულია უსაფრთხოების თანამედროვე სისტემებით და მასში შესვლა შეუძლია მხოლოდ ავტორიზებულ მომხმარებლებს SMS ვერიფიკაციის შემდეგ; |
პროგრამაში ჩადებულია „ფინანსური მონიტორინგის სამსახურის“ მოთხოვნების შესაბამისი ფუნქციონალი, რომელიც ავტომატურად აცნობებს/ახსენებს ოპერატორებს შესაბამისი ვალდებულებების შესახებ, ხოლო „ფმს“ პასუხისმგებელ თანამშრომელს უგზავნის შესაბამის ანგარიშს; |
კომპანია Money Movers ყოველდღიურად ახალ საგადახდო სისტემებს იძიებს და Cash Desk პროგრამაში მათ ინტეგრაციას ახდენს. თუ თქვენ ხართ ბანკი, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია, სავალუტო ან სალომბარდო კომპანია და გაქვთ სურვილი ისარგებლოთ Cash Desk პროგრამით, ჩვენი გუნდი მზადაა, უმოკლეს დროში დაგარეგისტრიროთ სისტემაში და გადმოგცეთ სამართავი პანელი.
გარდა თქვენს კომპანიაში არსებული მომსახურებებისა, კლიენტებს აძლევთ საშუალებას გადაიხადონ 500-მდე ქართული და უცხოური საგადახდო სისტემის საფასური, მათ შორის კომუნალური და მობილური ბალანსის გადასახადები, გადაურიცხოთ თანხები საბანკო ანგარიშებზე, დააფარინოთ საკრედიტო დავალიანებები, მოემსახუროთ ფულადი გზავნილებით და სხვა მრავალი.
არ მოგიწევთ დამატებითი ხელშეკრულებების გაფორმება და ტექნიკური ინტეგრაციების გაკეთება ახალი მომსახურების დასამატებლად. ამას თქვენს მაგივრად Money Movers გააკეთებს.
თქვენი მომსახურების პუნქტი ავტომატურად ხდება იმ დიდი ქსელის წევრი, რომელიც სარგებლობს Cash Desk პროგრამით, რაც გააფართოებს თქვენი კომპანიის მომსახურების არეალს.