კომპანიის ისტორია

ყველაზე მსხვილი აგრეგატორი საქართველოში, ყოველწლიურად 40-60 მილიონი ტრანზაქცია, მსოფლიოს წამყვანი ელექტრონული საფულეების წარმომადგენელი, ასეულობით პროვაიდერის პარტნიორი, დიდი სააგენტო ქსელი მსოფლიომასშტაბით, თანამედროვე ტექნიკური უზრუნველყოფა და დაცვის სისტემები, საუკეთესო სერვისის მიწოდებაზე ორიენტირებული პროფესიონალთა გუნდი - ამ ყველაფერს ჩვენი კომპანია აერთიანებს.
კომპანია „Money Movers“-ი დაარსდა 2009 წელს და გახდა ერთ-ერთი პირველი ორგანიზაციაა საქართველოში, რომელიც ახორციელებს ისეთ საქმიანობებს, როგორიცაა: ინტერნეტკომერცია, ინტერნეტმარკეტინგი, საშუამავლო საქმიანობა ინტერნეტკომერციაში, საგადახდო მომსახურება და ა.შ.
კომპანია წარმოადგენს საგადახდო მომსახურების პროვაიდერს და ახორციელებს სხვადასხვა ინოვატორულ პროექტს ელექტრონულ კომერციაში.
Money Movers Logo

კომპანიის დამფუძნებელი და 100% წილის მფლობელი 2016 წლის 7 სექტემბრიდან, არის კახაბერ საკანელაშვილი, მას შემდეგ, რაც მან წილის 55% გამოისყიდა შპს "იმანი"-სგან.

2013 წლის 14 იანვარს საქართველოს ეროვნულმა ბანკმა კომპანია „Money Movers“-ი დაარეგისტრირა, როგორც საგადახდო მომსახურების პროვაიდერი, რის შემდეგაც მას საშუალება მიეცა გამოუშვას ელექტრონული ფული და განახორციელოს ელექტრონულ ფულსა და ელექტრონულ გადახდებთან დაკავშირებული კანონით გათვალისწინებული ნებისმიერი ოპერაცია.
კომპანია „Money Movers“-ი ეროვნულ ბანკში (ფინანსური მონიტორინგის სამსახურში) ასევე რეგისტრირებულია, როგორც ფულადი გზავნილების განმახორციელებელი კომპანია.
ჩვენთან ურთიერთობა მომგებიანია!

კომპანიის მისია

         ჩვენი მისიაა მუდმივი განვითარების პროცესი ელექტრონულ კომერციაში პროფესიონალიზმით, სწორი სტრატეგიითა და თავდაუზოგავი მუშაობით. პროფესიონალთა ერთიანი გუნდი ყოველდღიურად ზრუნავს საუკეთესო სერვისის შექმნასა და  მომხმარებლებისთვის მის მიწოდებაზე.
ჩვენ გვწამს, რომ ძალა ერთიან მოძრაობაშია!

  • კომპანია „Money Movers“ ერთადერთი კომპანიაა საქართველოში, რომელიც უშუალოდ თანამშრომლობს ისეთ წამყვან ელ-საფულეებთან, როგორებიც არის: Webmoney, Wallet One, Dengi Online, Telemoney, Qiwi, Ukash, KazMoneyUnion, RBK money, Easy Pay, Moneta.ru, Mail.ru Money, Yandex Money და ა.შ.
  • კომპანია საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ აქტიურად ავითარებს ელ-საფულეებზე თანხების შეტანა/გამოტანის სერვისს, ასევე მომხმარებელს ამ საფულეების დახმარებით სხვადასხვა სერვისის გადახდის შესაძლებლობას აძლევს.
  • კომპანია „Money Movers“ ერთ-ერთი პირველი კომპანიაა რეგიონში, რომელმაც პირდაპირი კავშირი დაამყარა ისეთ მსხვილ სერვისპროვაიდერებთან, როგორიცაა: Odnoklassniki, Vkontakte, World of tanks, Mail.ru Games, Skype, Qiwi Providers, Mobile Operators და ასობით სხვასთან იმ მიზნით, რომ საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ მათ სასარგებლოდ მიიღონ კონსოლიდირებული გადახდები. დღეს კომპანია ამაყობს იმით,  რომ ამ მიმართულებით ყოველდღიურად  რამდენიმე ათეული ათასობით ტრანზაქციას ამუშავებს.
  • საქართველოში „Money Movers“ ყველაზე მსხვილი აგრეგატორია. კომპანიას გაფორმებული აქვს ხელშეკრულებები თითქმის ყველა ქართულ სერვისპროვაიდერსა და ბანკთან. კომპანია საქართველოში ყველაზე დიდი სააგენტო ქსელის დახმარებით ახორციელებს მათ სასარგებლოდ გადახდების მიღებას, რომელიც რეგიონში არსებულ 99% საგადახდო არხს შეიცავს. საუბარია როგორც თვითმომსახურების ტერმინალებზე, ასევე ბანკებზე, ელ-საფულეებსა და გადახადების  სხვა მიმღებ წერტილებზე.
  • გარდა ამისა, კომპანია ყოველთვის ახორციელებს ნოვატორულ პროექტებს და აქტიურად თანამშრომლობს საერთაშორისოდ აღიარებულ ორგანიზაციებთან, რომლებსაც, თავის მხრივ, ამ მიმართულებით გააჩნიათ დიდი გამოცდილება. აღსანიშნავია, რომ კომპანია ყოველწლიურად 40-დან 60 მილიონამდე ტრანზაქციას ამუშავებს და ეს რიცხვი დინამიურად იზრდება.
ჩვენ კარგად გვესმის, რომ უსაფრთხოება და სერვისის სტაბილურობა ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტია, ამიტომ კომპანია ყოველწლიურად მზარდი თანხების გამოყოფით ცდილობს ამ მიმართულების კიდევ უფრო გაძლიერებას.

ჩვენ ამაყები ვართ, როდესაც ვამბობთ:


  • “Money Movers” გააჩნია საკუთარი Data ცენტრი, რომელსაც ემსახურება გამოცდილი და პროფესიონალი გუნდი.
  • კომუნიკაციისთვის “Money Movers” იყენებს თანამედროვე HP სერვერებს და Cisco ქსელის მოწყობილობებს.
  • “Money Movers” სისტემასთან კავშირი ხდება სპეციალური დაცული პროტოკოლის მეშვეობით, დაშიფრული პარამეტრების გამოყენებით.
  • “Money Movers”-ის ყველა სისტემა ჩართულია მონიტორინგის სპეციალურ სისტემაში, რომელსაც 24 საათის განმავლობაში აკონტროლებენ კომპანიის ოპერატორები.
  • Anti Fraud სისტემის მეშვეობით, რომელიც მუდმივად იხვეწება, “Money Movers” აკონტროლებს ტრანზაქციებს და საეჭვო ოპერაციებზე რეაგირებს შესაბამისად. 
    “Money Movers” თანამშრომლობს 12 სხვადასხვა ქვეყნის 80-მდე კომპანიასთან და    ჯამურად 95,000-ზე მეტ საგადახდო წერტილს ემსახურება. ჩვენი კომპანია აქტიურად განაგრძობს საერთაშორისო აგენტების ქსელის გაფართოებას, რითიც მეტად კონკურენტუნარიანი ხდება უცხოურ ბაზარზე.

კომპანიის ხედვა

კომპანია „მანი მუვერს“-ის მიზანია შექმნას სრულყოფილი სერვისი საქართველოში როგორც ელექტრონულ კომერციაში ასევე დანერგოს უამრავი ნოვატორული სერვისი თანამედროვე საგადახდო სისტემებში, შექმნას მარტივი ინფრასტრუქტურა მომხმარებელსა და მიმწოდებელს შორის, რომელიც საბოლოო ჯამში უზრუნველყოფს მთლიანობაში თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარებას.

პრესა ჩვენ შესახებ

„ელიტ ელექტრონიქსი“ და „Money Movers“-ი წლის ბრენდებად აღიარეს

https://mm.ge/uploaded/faq/faqFile14rq3cnW.jpg 2016 წლის ბრენდად „ელიტ ელექტრონიქსი“ და „Money Movers“-ი აღიარეს. ახალი ამბების სააგენტო GHN-ის ორგანიზებით, წლის ადამიანებისა და კომპანიების - „ოქროს პერგამენტის" დაჯილდოებაზე ნომინაციაში წლის ბრენდი გამარჯვებული ორი კომიანია „ელიტ ელექტრონიქსი“ და „Money Movers“-ი გახდა. "ელიტ ელექტრონიქსი" 20 წელია რაც მოღვაწეობს საქართველოს ბაზარზე და როგორც გაყიდვების, ასევე პროდუქციის მრავალფეროვნების მიხედვით ტექნიკის ბაზრის უპირობო ლიდერია. მისი მიზანია მიაწოდოს თანამედროვე და ხარისხიანი პროდუქცია მომხმარებლებს, ასევე შეუქმნას მათ მაქსიმალურად კომფორტული გარემო ტექნიკის შესა ... (ვრცლად)

„ელიტ ელექტრონიქსი“ და „Money Movers“-ი წლის ბრენდებად აღიარეს

Money Movers პირველი მსხვილი აგრეგატორია საქართველოში

21-ე საუკუნეში მომსახურების ან პროდუქციის მისაღებად მომხმარებელი სულ უფრო მეტად იყენებს ინტერნეტს. ამას ითვალისწინებს მაღაზიაც და სხვადასხვა ელექტრონული საშუალებით, საკუთარი მომსახურებისა თუ პროდუქციის გაყიდვის ინფრასტრუქტურის მშენებლობისთვის ზრდის ინვესტიციას, რომლის დიდი ნაწილი გადახდის მეთოდების ინტეგრაციასა და შემდგომ მათ მომსახურებას ხმარდება. იმისათვის რომ მაღაზიამ მოიცვას პოტენციური მომხმარებლების სრული სპექტრი, ელექტრონულმა მაღაზიამ საჭიროა განახორციელოს გადახდის მეთოდების ფართომასშტაბური ინტეგრაცია, რაც, თავის მხრივ, დროსა და დამატებით ხარჯს მოითხოვს. ... (ვრცლად)

Money Movers პირველი მსხვილი აგრეგატორია საქართველოში

ინოვაციური სისტემა ქართულ ელექტრონულ კომერციაში

21-ე საუკუნეში მომსახურების ან პროდუქციის მისაღებად მომხმარებელი სულ უფრო მეტად იყენებს ინტერნეტს. ამას ითვალისწინებს მაღაზიაც და სხვადასხვა ელექტრონული საშუალებით, საკუთარი მომსახურებისა თუ პროდუქციის გაყიდვის ინფრასტრუქტურის მშენებლობისთვის ზრდის ინვესტიციას, რომლის დიდი ნაწილი გადახდის მეთოდების ინტეგრაციასა და შემდგომ მათ მომსახურებას ხმარდება. იმისათვის რომ მაღაზიამ მოიცვას პოტენციური მომხმარებლების სრული სპექტრი, ელექტრონულმა მაღაზიამ საჭიროა განახორციელოს გადახდის მეთოდების ფართომასშტაბური ინტეგრაცია, რაც, თავის მხრივ, დროსა და დამატებით ხარჯს მოითხოვს. ... (ვრცლად)

ინოვაციური სისტემა ქართულ ელექტრონულ კომერციაში

კომპანია Money Movers-მა 6 წლის იუბილე გრანდიოზულად აღნიშნა

ყველაზე მსხვილი აგრეგატორი საქართველოში, ყოველწლიურად 40-60 მილიონი ტრანზაქცია, მსოფლიოს წამყვანი ელექტრონული საფულეების წარმომადგენელი, ასეულობით პროვაიდერის პარტნიორი , დიდი სააგენტო ქსელი მსოფლიომასშტაბით, თანამედროვე ტექნიკური უზრუნველყოფა და დაცვის სისტემები, საუკეთესო სერვისის მიწოდებაზე ორიენტირებული პროფესიონალთა გუნდი - ამ ყველაფერს კომპანია Money Movers აერთიანებს. Money Movers-მა კაჭრეთში, სატუმრო "ამბასადორში" 6 წლის იუბილე აღნიშნა. საღამოს ათეულობით უცხოელი და ქართველი სტუმარი, ასევე კომპანიის ბიზნესპარტნიორები და მეგობრები დაესწრნენ. ... (ვრცლად)

კომპანია Money Movers-მა 6 წლის იუბილე გრანდიოზულად აღნიშნა

Money Movers-ის 6 წლის იუბილე და სამომავლო გეგმები

2+2>4! ამ დებულებას მარტივად დაგიმტკიცებთ იმ შემთხვევაში, თუ სინერგიის კანონის მიხედვით გწამთ, რომ გუნდური მოქმედების ეფექურობა, ყოველთვის აჭარბებს მისი კომპონენტების უბრალო შეკრებით მიღებულ ჯამს. ამაშივე გვარწმუნებს საქართველოში ყველაზე მსხვილი აგრეგატორი – კომპანია Money Movers, რომელსაც წელს 6 წელი შეუსრულდა და თამამად გეტყვით, რომ მცირეხნიანი ისტორიის მანძილზე, ამ უკანასკნელმა სახელის მოხვეჭა საკმარისზე დიდი დოზით მოახერხა. ... (ვრცლად)

Video Poster

Money Movers-ი დაარსებიდან მე-6 წელს წინა პლანზე გამოდის

ყველაზე მსხვილი აგრეგატორი საქართველოში, ყოველწლიურად 40-60 მილიონი ტრანზაქცია, მსოფლიოს წამყვანი ელექტრონული საფულეების წარმომადგენელი, ასეულობით პროვაიდერის პარტნიორი, დიდი სააგენტო ქსელი მსოფლიო მასშტაბით, თანამედროვე ტექნიკური უზრუნველყოფა და დაცვის სისტემები, საუკეთესო სერვისის მიწოდებაზე ორიენტირებული პროფესიონალთა გუნდი - ამ ყველაფერს კომპანია Money Movers-ი აერთიანებს. Money Movers-ის დაარსებიდან 6 წელი გავიდა. ამ დროის განმავლობაში კომპანიამ შეძლო ისეთ ცნობილ საერთაშორისო კომპანიებთან თანამშრომლობის ჩამოყალიბება როგორიცაა Wargaming.net-ი, Qiwi, Mail.ru Group, Yandex და სხვ. „აქამდე კომპანია Money Movers-ი ყოველთვის მუ ... (ვრცლად)

Video Poster

კომპანია Money Movers 6 წლისაა

კომპანია Money Movers-ის დაარსებიდან 6 წელი გავიდა. ამ დროის განმავლობაში კომპანიამ შეძლო ისეთ ცნობილ საერთაშორისო კომპანიებთან თანამშრომლობის ჩამოყალიბება როგორიცაა WebMoney, Wargaming.net, Qiwi, Mail.ru Group, Yandex, Wallet One და სხვ. იუბილესთან დაკავშირებით კომპანიამ გამართა ღონისძიება კაჭრეთის სასტუმრო „ამბასადორში“, სადაც მოწვეული იყო უამრავი ქართველი და უცხოელი პარტნიორი. საღამოს დაესწრნენ ასევე ის კომპანიები, რომელთანაც Money Movers-ს აქვს თანამშრომლობის სამომავლო გეგმები. ... (ვრცლად)

Video Poster

Wallet One უკვე საქართველოშია!

XV საუკუნე - მსოფლიოში გამეფებულია რენესანსი - აღორძინების ეპოქა. XX საუკუნე - ამ საუკუნემ გადაიტანა ორი მსოფლიო ომი. XXI საუკუნე - დედამიწაზე კაცობრიობა ელექტრონულმა ტექნოლოგიებმა და ციფრულმა სამყარომ მოიცვა. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება მომავალში! რა როლი აქვს საფულეს ჩვენს ცხოვრებაში? გარდა იმისა, რომ იგი ჩვენთვის ფულის სათავსოა, მას მოდური აქსესუარის სახითაც ვიყენებთ, ვირჩევთ ფერის, ფორმისა თუ ბრენდის მიხედვით. ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად, რეალურ საფულეს ვირტუალური „კონკურენტი“ გამოუჩნდა. ელექტრონული საფულე უფრო კომფორტული და უსაფრთხოა, ის მუდამ ჩვენთან არის, არ გვეკარგება და არც ფუჭდება. Wallet One - ეს არის ... (ვრცლად)

Wallet One უკვე საქართველოშია!

Money Movers - სანდო აგრეგატორი დსთ-ს ქვეყნებში

Money Movers-ი, რომელიც საგადასახადო პროვაიდერს წარმოადგენს, ერთ-ერთი პირველი კომპანიაა საქართველოში, რომელიც ისეთ საქმიანობებს ახორციელებს, როგორიცაა: ინტერნეტ-კომერცია, ინტერნეტ-მარკეტინგი, საშუამავლო საქმიანობა ინტერნეტ-კომერციაში, საგადახდო მომსახურება და ერთადერთია ჩვენს ქვეყანაში, რომელიც ისეთ წამყვან ორგანიზაციებთან თანამშრომლობს, როგორებიც არიან: „Webmoney“, Wallet One, Dengi Online, Telemoney, Qiwi, Ukash, XSOLLA, RBK money, Easy Pay, Moneta.ru და ა.შ. ამ სიას ცოტა ხნის წინ Mail.ru-ც დაემატა. 25 სექტემბერს აღნიშნულ კომპანიასა და Money Movers-ს შორის თანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულება გაფორმდა. კახაბერ საკანელაშვილი, ... (ვრცლად)

Money Movers - სანდო აგრეგატორი დსთ-ს ქვეყნებში

კომპანია, რომელთან ურთიერთობაც მოგებას მოგიტანთ

თანამედროვე ეკონომიკა ახალ ტექნოლოგიებსა და ონლაინ-ბიზნესს ეფუძნება, ელექტრონული ფულის ბრუნვამ კი დიდი ხანია უკვე, რაც მაღაზიების ბრუნვას გაუსწრო. უცხოეთში ნაღდი ფული ჯერ პლასტიკურმა ბარათმა ჩაანაცვლა, პლასტიკური ბარათი კი მოგვიანებით ელექტრონულმა საფულემ შეცვალა. ინტერნეტ ანგარიშსწორების ეს მოხერხებული და კომფორტული სისტემები ნელ-ნელა საქართველოშიც ხდება პოპულარული, რაც ონლაინ-შოპინგისა და ინტერნეტბანკის მომხმარებელთა რაოდენობის ზრდით არის განპირობებული. გაჩნდნენ კომპანიებიც, რომლებიც თანამედროვე საგადახდო სისტემებში ნოვატორულ სერვისებს ნერგავენ, მომხმარებელსა და მიმწოდებელს შორის მარტივ ინფრასტრუქტურას ქმნიან. Money Movers, ... (ვრცლად)

კომპანია, რომელთან ურთიერთობაც მოგებას მოგიტანთ

პრესა ჩვენ შესახებ

ჩვენი გუნდი

   

კახაბერ საკანელაშვილი

კახაბერ საკანელაშვილი
კახაბერ საკანელაშვილი
CEO
კახაბერ საკანელაშვილი email address

კახაბერ საკანელაშვილი კომპანია „მანი მუვერს"-ის დირექტორის თანამდებობას 2009 წლიდან იკავებს. ის ამავდროულად თანადამფუძნებელია და ფლობს კომპანიის 45%-ს. Money Movers წარმოადგენს ელექტრონული საგადახდო სისტემების და საფულეების ერთადერთ დილერს (შუამავალს) საქართველოში. კახაბერმა თავისი კარიერა 1999 წელს კომპანია GI-KA-ში დაიწყო. იგი იყო კომპანიის დამფუძნებელი და დირექტორი. მედიაკომპანია GI-KA-ს საქმიანობას რადიო სადგურების მართვა და რეგიონალური მაუწყებლობა წარმოადგენდა, რომელიც ფონდ "ღია საზოგადოება საქართველო"-ს მიერ იყო დაფინანსებული. 2003 წელს კახაბერმა მიიღო მაგისტრის ხარისხი საავიაციო ინჟინერიის განხრით საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტში, რის შემდეგაც მუშაობა გააგრძელა ავიაკომპანიაში "თუშეთი", საიდანაც მალევე წამოვიდა. 2003 – 2007 წლებში კახაბერი სხვადასხვა თანამდებობას იკავებდა რადიოსადგურ "ევრიკა"-სა და "UNIVERSE"-ში - ტექნიკური განყოფილების ხელმძღვანელი და საავტორო გადაცემების წამყვანი. 2007-2009 წლებში იგი დაინტერესდა კომპიუტერული პროგრამირების ენებით და მუშაობა გააგრძელა „ჯენერალ მოტორს"-ის საქართველოს წარმომადგენლობაში დეველოპერის თანამდებობაზე. სხვადასხვა დროს იგი აქტიურად იყო ჩაბმული ქართულ ინტერნეტსივრცეში განხორციელებულ წარმატებულ პროექტებში.

მიხეილ დემეტრაშვილი

მიხეილ დემეტრაშვილი
მიხეილ დემეტრაშვილი
პროექტებისა და გაყიდვების მენეჯერი
მიხეილ დემეტრაშვილი email address

მიხეილ დემეტრაშვილმა კომპანიაში „მანი მუვერს“ სერვისცენტრის მენეჯერის თანამდებობაზე 2010 წელს დაიწყო მუშაობა. 2012 წლიდან დღემდე ის ჩვენი კომპანიის პროექტების მენეჯერია. მიხეილს 2005 წელს მიენიჭა „კონფლიქტების მოგვარებისა და საზოგადოებასთან ურთიერთაბათა ინსტიტუტის“ სერთიფიკატი თემაზე - „საზოგადოების მართვა“. 2006-2007 წწ. მუშაობდა საქართველოს ეროვნულ არქივის სახელმწიფო უწყებათა ლიკვიდაციის სამსახურში არქივარიუსის თანამდებობაზე. 2007-2008 წწ. იღებდა მონაწილეობას საერთაშორისო ფონდების - „ნაუმანი“ და „ახალი ეკონომიური სკოლა“ - საერთო პროექტში „მსოფლიო ეკონომიკური თეორია“. მიხეილმა 2003 წელს დაამთავრა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში საერთაშორისო დიპლომატიის ისტორიის ფაკულტეტი და მიენიჭა ისტორიის მეცნიერებათა მაგისტრის ხარისხი. 2015 წლის ნოემბრიდან მიხეილი იკავებს პროექტებისა და გაყიდვების მენეჯერის პოზიციას.

გიორგი ფაილაძე

გიორგი ფაილაძე
გიორგი ფაილაძე
ფინანსური დეპარტამენტის ხელმძღვანელი
გიორგი ფაილაძე email address

გიორგი ფაილაძე კომპანიაში „მანი მუვერს“ ფინანსური დეპარტამენტის ხელმძღვანელის თანამდებობას 2009 წლიდან იკავებს. შ.პ.ს. „ბ.მ. სერვის“-ის ბუღალტრია 2007-2014 წლებში. გიორგი 2009 წლიდან არის საქართველოს პროფესიონალ ბუღალტერთა და აუდიტორთა ფედერაციის მიერ სერტიფიცირებული „მთავარი ბუღალტერი“ და ამავე ორგანიზაციის „ნამდვილი წევრი“. 2012 წლიდან ის არის საქართველოს პარლამენტთან არსებული აუდიტორული საქმიანობის საბჭოს მიერ ლიცენზირებული აუდიტი „ზოგად აუდიტში“. 2002-2006 წწ. გიორგიმ მიიღო ბაკალავრის ხარისხი ბიზნესის მართვის განხრით თბილისის ეკონომიკურ ურთიერთობათა სახელმწიფო უნივერსიტეტში. 2008 წელს მას მიენიჭა ბიზნესის მართვის მაგისტრის აკადემიური ხარისხი ამავე უნივერსიტეტში.

ნატო ქოქაშვილი

ნატო ქოქაშვილი
ნატო ქოქაშვილი
იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი
ნატო ქოქაშვილი email address

ნატო ქოქაშვილი კომპანიაში ,,მანი მუვერსი“ მუშაობს იურისტად 2013 წლის დეკემბრის თვიდან, ხოლო 2014 წლის დეკემბრიდან შ.პ.ს. ,,მანი მუვერს“-ის იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელის თანამდებობაზე. ნატომ თავისი კარიერა დაიწყო 2010 წლის იანვრიდან შ.პ.ს. ,,სამოქალაქო საქმეთა მუდმივმოქმედ არბიტრაჟში „სხდომის მდივნის“ თანამდებობაზე. 2012 წლის აგვისტოდან კი ამავე არბიტრაჟში იკავებს არბიტრი/უფროსი კონსულტანტის თანამდებობას. 2009 წელს ნატომ გახდა სამართალმცოდნის ფაკულტეტის ბაკალავრი ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. ამავე უნივერსიტეტში 2014 წელს მიიღო მაგისტრის ხარისხი საერთაშორისო სამართალში. 2010 წლიდან ფლობს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის სერტიფიკატს სამოქალაქო სამართლის სპეციალიზაციით.

ნიკო ფეიქრიშვილი

ნიკო ფეიქრიშვილი
ნიკო ფეიქრიშვილი
ტექნიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელი
ნიკო ფეიქრიშვილი email address

ნიკო ფეიქრიშვილი კომპანია „მანი მუვერს“-ის მთავარი პროგრამისტის თანამდებობას 2011 წლიდან იკავებს. ნიკო ასევე აქტიურად მუშაობდა სხვადასხვა IT-პროექტზე: კომპანია Newline-ის ვებ-გვერდი, Jobs.ge-ს მობილური აპლიკაცია, Magtifun-ის მობილური აპლიკაცია და სხვა. 2008-2011 წლებში ნიკო სწავლობდა საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტში ინფორმაციული ტექნოლოგიების ფაკულტეტზე. ნიკოს გავლილი აქვს Cisco CCNA კურსი. 2015 წლის 1 სექტემბრიდან ნიკო იკავებს ტექნიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელის თანამდებობას.

ამირან გაჩეჩილაძე

ამირან გაჩეჩილაძე
ამირან გაჩეჩილაძე
მთავარი პროგრამისტი
ამირან გაჩეჩილაძე email address

ამირან გაჩეჩილაძე კომპანია „მანი მუვერსი“-ს მთავარი პროგრამისტის თანამდებობას 2012 წლიდან იკავებს. ამირანი აქტიურად მუშაობდა სხვადასხვა ვებ-პროექტებზე. 2006-2010 წლებში ამირანი სწავლობდა თბილისის ი. ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინფორმატიკის ფაკულტეტზე. 2010 წელს მას მიენიჭა ბაკალავრის ხარისხი.

დავით მჭედლიშვილი

დავით მჭედლიშვილი
დავით მჭედლიშვილი
პროექტების მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი
დავით მჭედლიშვილი  email address

დავით მჭედლიშვილი კომპანიაში „მანი მუვერსი“ მუშაობს 2014 წლის ნოემბრიდან პროექტების მართვის დეპარტამენტის უფროსის თანამდებობაზე. მან დაამთავრა „საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი“ და მიიღო მაგისტრის ხარისხი „საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების“ ფაკულტეტზე. დავითს გააჩნია საბანკო და საფინანსო სფეროებში მუშაობის დიდი გამოცდილება, კერძოდ: 2004-2006 „ინტელექტბანკი“ - საკორესპონდენტო ურთიერთობების სპეციალისტი; 2006-2007 „სტანდარტ ბანკი“ - ხაზინის ანგარიშსწორების მენეჯერი; 2007 - „ბი-თი-ეი სილქროუდ ბანკი“ - საკორესპონდენტო ურთიერთობების განყოფილების უფროსი; 2007-2008 „საქართველოს ბანკი“ - პროდუქტების განვითარების მენეჯერი; 2009-2011 მისო „ალფა ექსპრესი“ - AML ოფიცერი და საოპერაციო განყოფილების უფროსი; 2011-2012 მისო „ინტელ ექსპრესი“ - ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსი და ხაზინის უფროსის მოადგილე; 2012-2014 „ინვესტბანკი“ - ფულადი გზავნილების დეპარტამენტის უფროსი - „კაპიტალ ბანკი“ - პროექტების მართვის განყოფილების უფროსი.

სოფიკო ბენდუქიძე

სოფიკო ბენდუქიძე
სოფიკო ბენდუქიძე
პროგრამისტი
სოფიკო ბენდუქიძე email address

სოფიკო ბენდუქიძე კომპანია „მანი მუვერს“-ის პროგრამისტია 2014 წლის დეკემბრიდან. იგი მუშაობდა „საქართველოს უნივერსიტეტში“ 2011-2014 წლებში ვებ-დეველოპერის თანამდებობაზე. 2014 წლის აგვისტოდან Integration Point Georgia-ში Connectivity Analyst-ის პოზიციას იკავებდა. 2014 წლის თებერვლიდან იკავებს ვებ-დეველოპერის თანამდებობას „ბრიტანულ ცენტრში“. სოფიკომ „საქართველოს უნივერსიტეტის“ ინფორმაციული ტექნოლოგიების და მათემატიკის ფაკულტეტის ბაკალვრის ხარისხი მიიღო. ახლა ის სწავლობს სამაგისტრო პროგრამაზე იმავე უნივერსიტეტში. 2010-2014 წლებში ის საქართველოს უნივერსიტეტის UG Group-ის წევრი გახდა და აქტიურად იყო ჩართული ყველა პროექტში, I-II კურსელ სტუდენტთა ტრეინინგში და PHP კონფერენციების ორგანიზებაში. მას გავლილი აქვს Oracle აკადემიის კურსი თურქეთში მონაცემთა ბაზების განხრით, არის სერთიფიცირებული ტრენერი.

ივერი აწყურელი

ივერი აწყურელი
ივერი აწყურელი
პროგრამისტი
ივერი აწყურელი  email address

ივერი აწყურელი კომპანიაში „მანი მუვერს“ პროგრამისტის თანამდებობას 2014 წლიდან იკავებს. იგი აქტიურად მუშაობდა სხვადასხვა პროექტებზე: მედიაპორტალი skandal.ge, ბიზნეს სიახლეების საიტი commersant.ge, ეკონომიკის სამინისტროს პროექტი „აწარმოე საქართველოში“ - ვებ-ქავერი qartuli.ge და სხვა. 2009-2013 წლებში ივერი სწავლობდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტზე.

ბექა გელაშვილი

ბექა გელაშვილი
ბექა გელაშვილი
პროგრამისტი
ბექა გელაშვილი email address

ბექა 2013 წლიდან სწალობს ი. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტზე (კომპიუტერული მეცნიერების განხრით). 2015 წლიდან სწავლობს სსპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაზე დაფუძნებულ IT-აკადემიაში. ბექამ 2015 წელს პრაქტიკა გაიარა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში. მან Money Movers-ში მუშაობა დაიწყო პროგრამისტის თანამდებობაზე 2015 წლის დეკემბრიდან.

**** ********

**** ********
**** ********
უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელი
**** ******** email address

**** კომპანიაში "მანი მუვერს" მუშაობს 20** წლიდან უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლის პოზიციაზე. მან 19** წელს წარმატებით დაასრულა სასწავლო კურსი უშიშროების სამინისტროს აკადემიაში, რის შემდეგაც მუშაობა დაიწყო კონტრდაზვერვის სამსახურში, სადაც აქტიურად მონაწილეობდა ისეთ საიდუმლო სპეცოპერაციებში, როგორიც იყო: "ობობა", "სათაგური", "რბოლა" და ა.შ.

ნათია ლომიძე

ნათია ლომიძე
ნათია ლომიძე
ბუღალტერი
ნათია ლომიძე email address

ნათია ლომიძე კომპანიაში „მანი მუვერს“ ბუღალტრის პოზიციას იკავებს 2016 წლის მაისის თვიდან. 2012-2016 წწ-ში მან მიიღო ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირების ბაკალავრის ხარისხი ფინანსებისა და საბანკო საქმის განხრით. 2016 წლიდან დღემდე სწავლობს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის სამაგისტრო პროგრამაზე. 2015 წელს წარმატებით გაიარა სტაჟირება ქ.თბილისის მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურის ოთხივე სტრუქტურულ ქვედანაყოფში. 2014 წელს აისეკის გაცვლითი პროგრამით მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო პროექტში „EDISON”, რომელიც გაიმართა ჩეხეთში, სადაც ორი თვის განმავლობაში ესწრებოდა ლექციებს მასარიკის უნივერსიტეტში და მონაწილეობას იღებდა საერთაშორისო მულტიკულტურულ პროექტებში. მონაწილეობა აქვს მიღებული სხვადასხვა სტუდენტურ კონფერენციებსა და ტრენინგებში.

შორენა ბაბულაშვილი

შორენა ბაბულაშვილი
შორენა ბაბულაშვილი
ბუღალტერი
შორენა ბაბულაშვილი email address

შორენა ბაბულაშვილი კომპანიაში „მანი მუვერს“ ბუღალტრის თანამდებობას იკავებს 2016 წლიდან. 2005 - 2011 წლებში შორენა შ.პ.ს. „ვეგასში“ მუშაობდა მთავარი ადმინისტრატორის თანამდებობაზე, 2011 - 2016 წლებში კი გახლდათ დირექტორის მოადგილე შ.პ.ს. „ევროკაპიტალში“. 2015 წლიდან შ.პ.ს. D&L-ში იკავებდა ბუღალტრის, ხოლო 2016 წლიდან შ.პ.ს. „აი ჯი სი“-ში ფიანანსური მენეჯერის თანამდებობას. შორენა 2004 წელს გახდა ბაკალავრი საბანკო საქმესა და ფინანსებში თბილისის საბანკო-საფინანსო ინსტიტუტში. 2014 წელს მას მიენიჭა პროფესიონალი ბუღალტრისა და აუდიტორის სტატუსი „ACCA/საქართველოს პროფესიონალ ბუღალტერთა და აუდიტთა ფედერაციის“ მიერ.

ნინო თათარაშვილი

ნინო თათარაშვილი
ნინო თათარაშვილი
კლიენტთა მომსახურების მენეჯერი
ნინო თათარაშვილი email address

ნინო თათარაშვილი კომპანია „მანი მუვერს“-ის კლიენტთა მომსახურების მენეჯერია 2016 წლის ნოემბრიდან . მან დაამთავრა „ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი . ნინოს აქვს საბანკო სფეროში მუშაობის გამოცდილება . კერძოდ: 2009-2012 მოლარე-ოპერატორი „კორ-სტანდარტ“ ბანკი, 2012 უნივერსალური ოპერატორი, „ბანკი რესპუბლიკა” ჯგუფი სოსიეტე ჯენერალი 2013-2016 ანგარიშების მენეჯერი „კაპიტალ ბანკი“.

რეზო ჩიგოგიძე

რეზო ჩიგოგიძე
რეზო ჩიგოგიძე
გრაფიკული დიზაინერი
რეზო ჩიგოგიძე email address

რეზო ჩიგოგიძე კომპანიაში "მანი მუვერსი" მუშაობს 2016 წლის ნოემბრიდან გრაფიკული დიზაინერის თანამდებობაზე. მან დაამთავრა "თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია" და მიიღო ბაკალავრის ხარისხი "მედია ხელოვნების" ფაკულტეტზე. რეზოს გააჩნია გრაფიკულ დიზაინის სფეროში დიდი გამოცდილება. კერძოდ 2006-2007 "დეგაპრინტი" - გრაფიკული დიზაინერი. 2007-2015 წლებში მუშაობდა კლიენტებზე დისტანციურად(ფრილანსზე). 2015 წლის სექტემბრიდან აქტიურად დაუბრუნდა დიზაინის სფეროს და გაიარა ოთხ თვიანი სტაჟირება ელიტ ელექტრონიქსში, მარკეტინგის დეპარტამენტში გრაფიკული დიზაინერის პოზიციაზე. 2016 წლიდან მუშაობდა სარეკლამო კომპანია "ეს-პრინტი" გრაფიკულ დიზაინერის პოზიციაზე.

კახაბერ საკანელაშვილი
კახაბერ საკანელაშვილი

CEO

მიხეილ დემეტრაშვილი
მიხეილ დემეტრაშვილი

პროექტებისა და გაყიდვების მენეჯერი

გიორგი ფაილაძე
გიორგი ფაილაძე

ფინანსური დეპარტამენტის ხელმძღვანელი

ნატო ქოქაშვილი
ნატო ქოქაშვილი

იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი

ნიკო ფეიქრიშვილი
ნიკო ფეიქრიშვილი

ტექნიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელი

ამირან გაჩეჩილაძე
ამირან გაჩეჩილაძე

მთავარი პროგრამისტი

დავით მჭედლიშვილი
დავით მჭედლიშვილი

პროექტების მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი

სოფიკო ბენდუქიძე
სოფიკო ბენდუქიძე

პროგრამისტი

ივერი აწყურელი
ივერი აწყურელი

პროგრამისტი

ბექა გელაშვილი
ბექა გელაშვილი

პროგრამისტი

**** ********
**** ********

უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელი

ნათია ლომიძე
ნათია ლომიძე

ბუღალტერი

შორენა ბაბულაშვილი
შორენა ბაბულაშვილი

ბუღალტერი

ნინო თათარაშვილი
ნინო თათარაშვილი

კლიენტთა მომსახურების მენეჯერი

რეზო ჩიგოგიძე
რეზო ჩიგოგიძე

გრაფიკული დიზაინერი

კარიერა

ფიქრობ, რომ კრეატიული ხარ? გაგვიზიარე პროექტი / იდეა, გაიარე ავტორიზაცია და ატვირთე პროექტის ფაილი.


საინტერესო იდეა მოგივიდა, მაგრამ არ იცი როგორ განახორციელო?
ეს შენი შანსია!

Money Movers-ის კარი მუდამ ღიაა თქვენთვის და მიესალმება ინოვაციურ პროექტებს. შემოგვთავაზე ისეთი წინადადება, რომელზეც უარს ვერ ვიტყვით.

შევქმნათ სიახლე ერთობლივი ძალებით!

CAPTCHA new code
კოდი არასწორია

ჩვენი პარტნიორები

ბანკები
საკლირინგო კომპანიები
ელექტრონული საფულეები
საერთაშორისო გზავნილების სისტემა
მიკროსაფინანსო ორგანიზაციები
აზარტული თამაშები
ინტერნეტპორტალი
ქსელური თამაშები
კომუნიკაცია და ინტერნეტსერვისები
საგადახდო მომსახურება